Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ქალებს გასუქებისგან იცავს


მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი საკმაო რაოდენობით კალორიებს შეიცავს, ღვინის ზომიერი მიღება ქალის ფიგურას აუმჯობესებს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები 19 220 თანამემამულე ქალზე ცამეტწლიანი დაკვირვებების შედეგად. საგულისხმოა, რომ ის ქალები, რომლებიც ზომიერად მიირთმევდნენ ღვინოს, უფრო ნელა იმატებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც მინერალურ წყალს ან სულაც ჩაის ანიჭებდა უპირატესობას. ამ ფაქტს მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან – ალკოჰოლთან გასამკლავებლად ადამიანის ღვიძლი უფრო აქტიურად მუშაობს და ენერგიას ცხიმების ნაცვლად სითბოდ გარდაქმნის. აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილე ქალთაგან ყველაზე კარგი შედეგები ჰქონდათ მათ, ვინც წითელ ღვინოს ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო ყველაზე ცუდი (ანუ სწრაფად გასუქება) – მათ, ვინც ლუდისა და მაგარი სასმელების სასარგებლოდ აკეთებდა არჩევანს. მაგარი სასმელებისადმი გადაჭარბებული ლტოლვა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის წონაზეც – აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები.


© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული