Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯახური მარნების წინასაფესტივალო შერჩევა დაიწყო

გუშინ ღვინის კლუბში ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ოჯახური მარნების შერჩევა დაიწყო. სპეციალურმა ჟიურიმ კლუბში შემოსული პირველი ნიმუშები გასინჯა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი დასახელების ღვინო ჯერ–ჯერობით კახეთიდანაა. ასევე სიუხვით გამოირჩევა იმერეთის რეგიონი, შემდეგ მოდის ქართლი და გურია. იმედი გვაქვს, რომ მალე ნიმუშები შემოვა რაჭა–ლეჩხუმიდან, მესხეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდანაც.

გუშინ 43 ღვინო გაისინჯა, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, რომელიც მხოლოდ ყველა ნიმუშის გასინჯვისა და მონაცემთა შეჯერების შემდეგ გაირკვევა. წელს ღვინის კლუბი წინასაფესტივალოდ 500–მდე ღვინის შემოსვლას ელოდება.

მონაწილე ოჯახური მარნების ვინაობა ფესტივალამდე 2 კვირით ადრე გამოცხადდება. შეგახსენებთ, ნიმუშების მიღება გაგრძელდება 13 აპრილამდე (ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ:  +995 598308688, ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან  18:00 სთ-მდე. E-mail: info@wineclub.ge).

ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება 13 მაისს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული