Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქალ ალკოჰოლიკებს პასუხისგებაში მისცემენ

დიდ ბრიტანეთში თრობა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. იმ დედებს, რომლებიც ფეხმძიმობისას ალკოჰოლურ სასმელს სვამენ და ამით გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თავიანთ ნაყოფს, პასუხისგებაში მისცემენ. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც დღესდღეობით სააპელაციო სასამართლოში განიხილება – საქმე ეხება 6 წლის გოგონას, რომელსაც ტვინის ტრავმა აქვს. ტრავმა კი გოგონამ ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას მიიღო, რადგან დედამისი დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს სვამდა. გოგონასა და დედის ვინაობა საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის, თუმცა აქტივისტები მოითხოვენ, რომ მსგავსი საქციელისათვის მსმელმა დედებმა სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი.

ამასთანავე, ბრიტანელი აქტივისტი, სუზან ფლეიშერი, რომელიც ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით დაავადებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს ეხმარება, აცხადებს, რომ მსმელი დედების გასამართლება გამოსავალი არ არის. ფლეიშერის თქმით, ასეთ ქალებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ავუხსნათ, თუ რა ზიანს აყენებენ თავიანთ შვილებს. მათ არც კი იციან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ უზომო სმას.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ დღეისათვის ქვეყანაში ყოველი მეასე ახალშობილი იმ თანდაყოლილი დაავადებებით იბადება, რომლის მიზეზიც ალკოჰოლია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – 2013-2013 წლებში 313 ნაკლოვანი ჩვილი დაიბადა. მათი ნაკლოვანების მიზეზი კი ის იყო, რომ დედა ფეხმძიმობისას დიდი რაოდენობით სპირტიან სასმელს იღებდა. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი იწვევს მძიმე ფსიქოფიიზიკურ დარღვევებს - ტვინისა და სახსრების ანომალიებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლას, გულის თანდაყოლილ დაავადებებს და სხვ. ექიმები ირწმუნებიან, იმისათვის, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, ფეხმძიმობისას მშობელმა უარი უნდა თქვას ყველანაირ ალკოჰოლურ სასმელზე.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული