Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Chianti Classico Collection 2012

ფლორენციაში, ყოფილი რკინიგზის სადგურის დარბაზში, რომელიც საგამოფენო კომპლექსად გადააკეთეს, Chianti Classico Collection 2012-ის პრეზენტაცია შედგა. დეგუსტაციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კიანტის ხარისხი წლიდან წლამდე  სტაბილურად უმჯობესდება. საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა 2010 წლის ვინტაჟის პროდუქციაც. საინტერესოა, რომ ამ ღვინის პრაქტიკულად ყველა ნიმუში უკვე მზადაა მოხმარებისთვის, არადა რამდენიმე წლის წინ სახელგანთქმული აპელასიონის ღვინოთა უმრავლესობას უფრო დიდი ხნით ესაჭიროებოდა ბოთლებში დაძველება. დეგუსტაციაში მონაწილეობა ისეთმა მცირე ოჯახურმა მარნებმაც მიიღეს, რომლებიც წლის განმავლობაში სულ რაღაც 50 000 ბოთლ ღვინოს ასხამენ. წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ბიოდინამისტები  - Reicine და Montecalvi-ს მეურნეობებმა შესანიშნავი პორტფოლიო წარმოადგინეს, ჩინებული გამოდგა ასევე მარან Monte Bernardi-ს კიანტი, Castello della Paneretta-ს კანაიოლო და უძველესი, თითქმის გადაშენებული ტოსკანური ჯიშიდან, ფოლია ტონდადან დაყენებული ღვინო Manucci Droandi-სგან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.