Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ინდურ გამოცემაში

ინდურ ჟურნალში Indian Express-ში ქვეყნდება სტატია, რომელიც საქართველოს კულინარიულ კულტურასა და ღვინის მრავალფეროვნების შესახებ მოუთხრობს მკითხველს. ავტორი წერს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ქართული ღვინის სიღრმესა და ტრადიციებზე, რომლებიც ადგილობრივი სტუმართმოყვარეობისა და კულტურული თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია.

სტატიის დიდი ნაწილი ქართულ კულინარიას ეძღვნება: „ხინკალი გასინჯეთ? თუ არა, მაშინ რას ელოდებით?! “ – ვკითხულობთ სტატიაში.  თუმცა, ავტორისთვის მთავარი ობიექტი მაინც ქართული ღვინოა, რომელიც მისი აზრით ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა.

ავტორი გაოცებულია იმით, რომ საქართველოში 8,000 წლის მეღვინეობის ისტორიაა შენარჩუნებული და ტრადიციები დღესაც ცოცხალია: “2017 წელს არქეოლოგიური აღმოჩენებით დაადასტურეს, რომ საქართველოში ღვინოს ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ამზადებდნენ. მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენნაირი ღვინო მზადდებოდა საქართველოში. ისიც არ მჯეროდა, რომ მეღვინეობა სწორედ აქედან დაიწყო,“ – წერს ავტორი და მკითხველს აცნობს, რომ ქვეყანაში 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიში არსებობს, რაც საქართველო ღვინის მრავალფეროვნების მხრივ უნიკალურ ადგილად აქცევს.

სტატიაში ავტორი თბილისის ღვინის მაღაზიებზეც წერს: “მაღაზიებში მყიდველებს ღვინის დაჭაშნიკების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ეს პროცესი შეიძლება დამწყებისთვის ნამდვილ გამოცდად იქცეს. ღვინის გასინნჯვისას სხვადასხვა არომატისა და გემოს მრავალფეროვნება შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს იმათთვის, ვინც ღვინოში კარგად ვერ ერკვევა.”

სტატიაში ასევე ნახსენებია ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ის, თუ როგორ ერწყმის ღვინის კულტურა ეროვნულ თვითგამოხატვას. ავტორი იხსენებს თბილისის ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციებს, სადაც ადამიანებმა ერთობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ სუფრები გაშალეს და ერთად მიირთვეს: “ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ღვინო და ქართული სამზარეულო არა მხოლოდ კულინარიული სიამოვნებაა, არამედ ქვეყნის კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილი”.

ავტორი აღფრთოვანებულია ქართული მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ადგილობრივი ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით, ამგვარი პუბლიკაციები კი არა მხოლოდ პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას, არამედ კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინოს და შეიყვაროს ჩვენი ღვინო და ქვეყანა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული