Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფილოქსერასთან ბრძოლის მდგომარეობა ევროპის უმთავრეს ქვეყნებში სადაც მეღვინეობა სწარმოებს

ერმილე ნაკაშიძე

სტატია გამოქვეყნდა: ნაკაშიძე, ე. ფილოქსერასთან ბრძოლის მდგომარეობა ევროპის უმთავრეს ქვენებში სადაც მეღვინეობა სწარმოებს // მეურნე. – 1897. – N10-11. - გვ. 9-11.

შვეიცარია

ციურიხის კანტონში 1894 წელს ფილოქსერა ახლათ აღმოაჩინეს შვიდს საზოგადოებაში 175 ალაგას, სულ 12,485 ძირზე; უკანასკნელ წლებში ეს საზოგადოებანი არ იყვნენ გაშინჯული, რადგან ძველ ფილოქსერის ბუდეზე საკმაო მანძილით იყვნენ დაშორებული. ეს მავნე მწერი ნახეს კიდევ იმ ძველ ფილოქსერის ბუდის გარშემო, რომელიც წინა წლებში სრულიათ მოსპობილი იყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ 1893 წელს მეტათ ცხელი და მშრალი ამინდები იყო და ამასთან კიდევ ფილოქსერის ბუდის მოსპობის დროს დასაცავი სალტე ცოტა აეღოთ, 2) შეუმცირებიათ 1,1/2 მეტრამდე 3). სულ ციურიხის კანტონში 1894 წელს აღმოაჩინეს 263 ალაგას 13069 ჭირიანი ვაზი, მოსპეს 34826 ძირი 25153 ოთხკუთხ მეტრის სივრცეზე. დაზარალებულ ვენახის მეპატრონეებს მიეცათ 17,270 ფრანკი 4). მთელი ფილოქსერის საწინააღმდეგო მუშაობა 1894 წელს დაჯდა 80,329 ფრანკი.

ნევშატელის კანტონში 1894 წელს აღმოაჩინეს ახალი და მასთან მეტად ვრცელი ფილოქსერის ბუდე, რომლის მოსპობა შეუძლებელი დარჩა, ამის გამო გადაწყვიტეს, რომ მიატოვონ კანტონის უფრო დასნეულებულ ნაწილებში ფილოქსერასთან რადიკალური წესით ბრძოლა. კანტონის ნევშატელის 12 საზოგადოებაში 1893 წელს მოაჩინეს 217 ალაგს 2221 ჭირიანი ვაზი და მოსპეს 9820 ოთხკუთი მეტრი; 1894 წელს 643 ალაგს 8975 ძირზე და მოსპეს 33279 ოთხკუთხი მეტრი. ფილოქსერის საწინააღმდეგო მუშაობა ამ კანტონში 1894 წელს დაჯდა 77381 ფრანკი, ხოლო 18 წლის განმავლობაში (1877 წლიდან) ერთად 926,484 ფრანკი; სივრცე მოსპობილ ჭირიან ვენახებისა ამ ხნის განმავლობაში შეადგენს 316,847 ოთხკუთხ მეტრს.

 

ჟენევის კანტონში ზოგიერთს ალაგს ისრე გავრცელდა ფილოქსერა, რომ 1895 წელს გადასწყვიტეს იმ ადგილებში თავი დაანებონ ფილოქსერასთან ბრძოლას რადიკალური წესის საშუალებით. სხვაგან კი, საცა ამნაირი ბრძოლის მეოხებით ფილოქსერის გავრცელება შეჩერდა, ისევ რადიკალური წესით იფარავენ ვენახებს ამ შეუბრალებელი სენისაგან. ფილოქსერის საწინააღმდეგო მუშაობა ჟენევის კანტონში 1894 წელს დაჯდა 81604 ფრანკი. დაზარალებულ მევენახეებს მიეცათ 1894 წელს 23544 ფრანკი, 1895 წელს – 44872 ფრანკი ხოლო 1874 წლიდან 217619 ფრანკი და მოესპოთ ამ ხნის განმავლობაში სულ 43 გეკტარი 5) და 7866 ოთხკუთხი მეტრის სივრცის ვენახები.

ვაადის კანტონში ვენახებს ათვალიერებს საკუთრივ ამისთვის დანიშნული სპეციალისტი, თითოეულ მათგანს აქვს გასაჩხრეკათ არა უმეტესი 25 გეკტარის ვენახისა. 1894 წლის გამოკვლევამ თითქმის ვერსად ვერ აღმოაჩინა ძველი ფილოქსერის ბუდე. ახლათ ნახეს ამავე წელს 16 ალაგას 3800 ჭირიანი ვაზი. ფილოქსერის საწინააღმდეგო მუშაობა 1894 წელს ამ კანტონში დაჯდა 123790 ფრანკი; 9 წლის განმავლობაში მოუსპიათ გეკტარი და 5357 ოთხკუთხი მეტრი სივრცის ვენახები. ზოგიერთ ადგილს ვაანდის კანტონში საცადად გააშენეს სანერგე ამერიკული ვაზის მოსაშენებლათ.

იტალია

იტალიის იმ ნაწილებში, საცა ფილოქსერა არ არის ჯერ გავრცელებული და საცა ამ ჭირმა კარგათ ვერ მოიდგა ფეხი, 1894 წელს შემოიღეს ძრიელ სასტიკი რადიკალური წესით ბრძოლა, ფილოქსერიან ალაგზე დასაცავი სალტის ათი მეტრის მანძილზე სულ ყველა ვაზებს სჭრიან ზეადაგიდან 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე და სწვავენ, ზეადაგს სწამლავენ გოგირდოვან ნახშირმბადის (серный углеродъ), თითოეულ ოთხკუთს მეტრზე 300 გრამში. ზამთარში ძირებს თხრიან მიწიდან, შინჯავენ და თუ ფილოქსერა კიდევ აღმოჩნდა, ძირებს სწვავენ და მიწას ხელმეორეთ სწამლავენ გოგირდოვან ნახშირმბადით.

იმ ადგილებში, საცა ჭირმა კარგათ ფეხი მოიდგა რადიკალური წესით ბრძოლა მიატოვეს და ჭირიან ვენახებს სწამლობენ სხვადასხვა მწერის დასახოც წამლებით უმთავრესად გოგირდოვან ნახშირმბადით, თითოეულ ოთხკუთხზ მეტრზე 30 გრამით; ამასთანავე მევენახეებს მთავრობა აძლევს მუქთათ სამი წლის განმავლობაში საჭირო საექიმო მასალას მხოლოთ იმ პირობით, რომ 10 გეკტარზე ნაკლები არ იყოს საექიმო ვენახების სივრცე. იმ ვენახების პატრონებს, ვისს ვენახშიც შესაძლოა წყალი დაგუბდეს და ამ საშუალებით ეაქიმოს ფილოქსერიან ვენახებს 6), მთავრობა აძლევს სამი წლის განმავლობაში ფულით შემწეობას საჭირო მუშაობის მოსაწყობათ. ამას გარდა მთავრობა აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკული ვაზების მოშენებასაც, 1894 წელს მევენახეებს დაურიგეს მუქთათ 1.700000 ამერიკული ვაზის რქა, უფრო მეტი სიცილიის და ლომბარდიის მევენახეებს.

ზემო იტალიაში, საცა უმთავრესათ შემოღებულია რადიკალური წესით ბრძოლა, ამ უკანასკნელ წლებში საქმე უფრო ჩამოქვეითდა: 1894 წლის დამლევს ჭირიან და საეჭვოთ ჩაირიცხენ 141 სოფლის საზოგადოების ვენახები სამ პროვინციაში. გარდა ამისა მეტათ საეჭვოა ლომბარდიის მესაზღვრე ნოვარიის პროვანცია, საცა 1894 წელს აღმოაჩინეს კარგა მოზდილი ფილოქსერის ბუდე, სივრცით 6000 ოთხკუთხი მეტრი. ეს ფილოქსერიანი ადგილი სულ მოსპეს, როგორც ამას თხოულობენ ადგილობრივი მევენახეები – ფილოქსერისგან იყო სრულებით მოსპობილი 1893 წელს 114,338 გეკტარი და დაჭირიანებული 85,788 გეკტარი ვენახები.

სიცილიაში ფილოქსერისაგან უკვე დაზარალდა ნახევარზე მეტი ვენახები 1893 წელს ჭირიან ვენახების სივრცე იყო 63263 გეკტარი, და მოსპეს 96249 გეკტარი ვენახები. მესსინის პროვინციის ვენახები სულ გაანადგურა ფილოქსერამ, მაგრამ ამ უკანასკნელ ხუთი წლის განმავლობაში თითქმის სულ აღადგინეს ეს ვენახები ამერიკული ვაზების გაშენებით; ზოგან კი სულ თავი დაანებეს ვენახის გაშენებას და ნავენახარ ადგილებში ვაზის მაგიერ ნუშის ხეებს რგავენ.

ელბის კუნძულზე სულ ითვლება 5000 გეკტარი ვენახი; ამათში ნახევარი ფილოქსერით არის დასნეულებული; ამერიკული ვაზების მოშენებაც დაიწყეს საცადათ.

ისპანია

ისპანიაში ფილოქსერის საწინააღმდეგოთ არავითად საშუალებას არ ხმარობენ, ამის გამო ეს ჭირი ამ ქვეყანაში ძრიელ ჩქარა ვრცელდება. ისპანიაში 1706472 გეკტარი ვენახია, ამათში 23000 გეკტარი ფილოქსერიანია და მეტად დასნეულებულიც, ასე რომ 193148 გეკტარი სულ მოსპობილათ უნდა ჩაითვალოს. ძრიელ დაზარალდა 15 პროვინცია, ვენახების მოსპობამ ამ პროვინციებში გამოიწვია ხალხის გადასახლება სამხრეთ ამერიკაში, ეს გადასახლება ისე გახშირდა, რომ ზოგიერთი ისპანიის ნაწილები ლამის სულ გაუდაბურდეს.

პორტუგალია

ფილოქსერა პორტუგალიაშიც ძრიელ გავრცელებულია, ეხლა დარჩა ამ ჭირისაგან თავისუფალი მხოლოთ ერთი პროვინცია, ისიც იმის წყალობით, რომ ყოველ-მხრით შემოზღუდულია მაღალი მთებით. ფილოქსერასთან ბრძოლის საშუალებათ არის მიღებული წამლობა გოგირდოვან ნახშირმბადით და ზოგიერთს ადგილებში კარგი შედეგიც მოაქვს, ასე რომ აქ არის ბევრი იმისთანა ვენახები, რომელნიც კარგ მოსავალს იძლევიან, თუმცაღა რამდენიმე ათი წელიწადი ფილოქსერით არიან დასნეულებული. წამლებს და ყოველივე საექიმო მასალას მთავრობა აძლევს მევენახეებს დაკლებულ ფასათ; 1880 წლიდან 1892 წლამდე მთავრობას მიუცია მევენახეებისათვი 9,305,827 კილოგრამმა 7)გოგირდოვან ნახშირმბადი დიდი ხანი არ არის რაც დაიწყეს ამერიკული ვაზების მოშენება და ერთობ კარგათ მიდის ეს საქმე. 1891 წლიდან 1893 წლამდე მთავრობამ დაურიგა მევენახეებს 7,828,137 ამერიკული ვაზის რქა.

ავსტრია

ფილოქსერა არის გავრცელებული უმეტეს ნაწილათ ვენგრიაში, აქ 1893 წლის ბოლოს ირიცხებოდა ჭირიანი და საეჭვო ვენახები 2359 სასოფლო საზოგადოებაში. ავსტრიაში განსაკუთრებითი ყურადღება აქვთ მიქცეული ამერიკულ ვაზებზე და სილაზე ვენახის გაშენებისათვის, აგრეთვე ვენახის წამლობაც მწერის დასახოც წამლებით არ არის დატოვებული უყურადღებოთ და ფილოქსერის საწინააღმდეგო ბრძოლაში შესაფერი ადგილი უჭირავს. გოგირდოვანი ნახშირმბადი ეძლევა მევენახეებს ძრიელ იაფ ფასათ, 100 კილოგრამმი 7 გულდენათ 8), ღარიბებს კი უფასოთ. რომ მცხოვრებლები გააცნონ ამერიკული ვაზის მოვლა-მოშენებას, მთავრობა ყოველ წლივ მართავს მსურველთათვის კურსებს სხვადასხვა დაბა და სოფლებში, სადაც ყოველ მსურველს შეუძლია შეისწავლოს ამ ვაზის ჯიშის მოვლა-მოშენება და მყნობა. მთავრობას აქვს გაშენებული ბევრი სამაგალითო ვენახები, საცადი სანერგეები, იწერენ დიდ ძალ ამერიკულ ვაზის რქას და ურიგენებ განსაკუთრებით ხელმოკლე და წვრიმალ მემემულეებს სულ იაფ ფასათ; გარდა ამისა 3 ოკტომბერს 1891 წელს გამოიცა კანონი, რომლის ძალითაც მემამულეებს ეძლევათ უსარგებლოთ გრძელვადიანი სესხი თავიანთ ფილოქსერისგან განადგურებულ ვენახების აღსადგენათ. ამ სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილში არსებობს 26 სამაგალითო და საცადი ვენახები. სივრცით 84 გეკტარი; ვენახის პატრონებისთვის მიუციათ 1892 წელს რქები და ძირიან ვაზის ნერგი 1.681,920 ცალი, 1893 წელს – 1.724,300 და 1894 წლის გაზაფხულზე 2.200,00 ცალი. უფასოთ ეძლევათ მხოლოდ იმ სოფლის საზოგადოებებს და ამხანაგობებს, რომელთაც აქვთ საზოგადო ახალშენები და საცადი, სამაგალითო ვენახები, საიდანაც ყოველ წევრს ეძლევა ამერიკული ვაზის რქები და ძირიანი ნერგები; ამნაირ საზოგადოებებს მთავრობა აძლევს კიდევ ფულითაც შემწეობას. 1893 წლის ბოლოს ავსტრიაში ითვლებოდა 152,790 გეკტარი.

საფრანგეთი

ამ უკანასკნელ წლებში ფილოქსერა გაჩნდა შამპანიაშიც, ამ მეღვინეობით განთქმულ საფრანგეთის მხარეში ფილოქსერასთან საბრძოლველათ შემოღებულია რადიკალური წესი, მაგრამ ამ სენთან ერთათ ამერიკულ ვაზის მოშენებასაც სცდიან. 1894 წელს საფრანგეთში ირიცხებოდა 1.748,624 გეკტარი ვენახი, ამათში საღი უფილოქსერო 620,000 გეკტარი. 1895 წელს აღადგინეს გაოხრებული ფილოქსერისაგან ვენახები ამერიკულ ვაზის საშუალებით 663,214 გეკტარი, უწამლეს წყლის დაგუბების საშუალებით 35325 გეკტარს და ფილოქსერის დასახოცი წამლით 6000 გეკტარს.

ალჟირში ვენახები ჯერ-ჯერობით კარგ მდგომარეობაშია, თითქმის ყველა ამ ქვეყნის კუთხეში ფილოქსერასთან საბრძოლველათ არის შემოღებული რადიკალური წესი, და ამ საშუალებამ კარგი შედეგი იქონია: ჭირი ნელ-ნელა ვრცელდება, თუმცაღა მას აქეთ რაც აქ ფილოქსერა აღმოაჩინეს ათ წელზედ მეტია. საცა კი ფილოქსერამ ვენახები გაანადგურა, იქ მევენახეობა სულ მოისპო, რადგან მცხოვრებლებმა ვერ შეძლეს აიტანონ ის ხარჯები, რაც ამერიკული ვაზების გაშენებას უნდება.

გერმანია

გერმანიაში 1895 წელს აღმოაჩინეს 144 ალაგას ფილოქსერის ბუდე, სივრცით 12 გეკტარი საფილოქსერო მუშაობა ამ წელში დაჯდა 421,506 მარკა 9) ამას გარდა მიეცა დაზარალებულ მევენახეებს 76,213 მარკა. ამერიკულ ვაზის მოსაშენებლათ 1895 წელს დაიხარჯა 18,128 მარკა. ფილოქსერიან ვენახების მოსაწამლავათ ხმარობენ თითოეულ ოთხ კუთხ მეტრზედ 300-400 გრამმ გოგირდოვან-ნახშირმბადს და 2-2.1/2 კილოგრამმ ნავთს. დასაცავი სალტის სიგანე ხუთი მეტრის ნაკლები არსათ არ არის; ჭირიანი ვენახის ნაწილი ყოველთვის შემოზღუდულია თხრილით, რომელსაც სიღრმე აქვს ერთი მეტრი და ყოფს ვენახის საღი ნაწილისაგან. ამერიკული ვაზების მოშენება უკვე დაწყებულია ხუთ საცდელ სადგურზე.

სერბია

სერბიაში 1892 წლის ბოლოს ირიცხებოდა 43,304 გეკტარი ვენახები, ამათში უფილოქსერო იყო მარტო 22085 გეკტარი. უკანასკნელს წელში დანარჩენი ვენახებიც თითქმის სულყველა გაანადგურა ფილოქსერამ, ასე რომ სერბიაში მევენახეობა დღეს მეტად საზარელ სურათს წარმოადგენს, მით უფრო რომ ამერიკული ვაზები 1895 წლის ბოლოს იყო გაშენებული მხოლოთ 40 გეკტარზედ. 1881 წლიდან 1890 წლამდე სერბიიდგან გაუტანიათ 5,513,448 დინარის 10) ღვინო და შემოუტანიათ ამ ქვეყანაში 2,156,385 დინარის; 1891 წლიდგან 1894 წლების განმავლობაში გაუტანიათ მხოლოდ 825, 367 დინარის ღვინო, შემოუტანიათ კი 2,944,025 დინარის. ამ ნაირი საქმის მდგომარეობის გამო სერბიის მთავრობამ ნება დართო, რომ ამ მხარეში შემოიტანონ ოსმალეთიდგან ყურძენი ძალიან მცირე ბაჟით, (5 ფრანკი 100 კილოგრამმზე) მხოლოთ იმ ადგილებიდგან კი საცა ფილოქსერა არ არის.

რუმინია

რუმინიაში ფილოქსერა მოედო მთელ მხარეს, გაანადგურა შვენიერი და ძვირფასი ვენახები. ამ რუმინიის ნაწილებში, საცა ფილოქსერა ჯერ არ გავრცელებულა შემოღებულია ფილოქსერასთან რადიკალური წესით ბრძოლა თითოეულ ოთხკუთხ მეტრის მანძილს სწამლავენ 200-50 გრამმიან გოგირდოვან ნახშირმბადით; დანარჩენ ადგილებში დაიწყეს ამერიკული ვაზების გაშენება. დაარსებულია რამდენიმე სახელმწიფო სანერგე ვენახის, საიდანაც ყოველ წლივ მევენახეებს ურიგდებათ უფასოთ დიდძალი დამყნილი და ძირიანი ამერიკული ვაზის ნერგი.

ოსმალეთი

ოსმალეთში ყველაზე უფრო დაზარალდა ფილოქსერასაგან აიდინის ვილაიეტი. 1895 წელს ვილაიეტები: ადრიანოპოლი, სალონიკი და ბრუსსა, საცა მევენახეობას ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაში პირველი ადგილი უჭირავს, თავისუფალი იყვნენ ფილოქსერასაგან. სამოსის კუნძულზედ რადიკალური წესით ფილოქსერასთან ბრძოლა 1893 წლიდან მიატოვეს, ვინაიდგან ამ საშუალებამ დიდი არეულობა გამოიწვია ხალხში. კიზილთოფრაკის მახლობლათ ოსმალეთის მთავრობამ უკვე გააშენა ამერიკული ვაზების სანერგე, რომლის სივრცე 1895 წელს შეადგენდა 50 გეკტარს, ამავე წელს ამ სახელმწიფო სანერგედან დაურიგეს უფასოთ ოსმალეთის მევენახეებს 300000 ამერიკული ვაზის რქა. 11)

ერ. ნაკაშიძე.

________________

1) ამოკრებილია Achtlehnte Denkschrift betreffend die Bekämpfung der Reblauskrankheit, 1895 წ.

2) მეტრი უდრის 1,4 ალაბს.

3) როცა ვენახში ფილოქსერას პოულობენ, ყველა ჭირიან ვაზებს და მასთან ფილოქსერასაც სპობენ, რომ ამით დაიფარონ დანარჩენი ვენახის ფილოქსერასგან; რომ ეს საშუალება უფრო საიმედო დარჩეს და კარგი შედეგი ექნეს გარდა ჭირიან ვაზებისა მათ გარშემო საღს უფილოქსერო ვაზებსაც რამდენიმე მანძილზე სპობენ: აი იმ ალაგს, საცა მოსასპობი უფილოქსერო ვაზები სდგას ჰქვიან საცავი სალტე ანუ წრე.

4) ფრანკი 25-35 კაპეიკს უდრის.

5) გეკტარი უდრის თითქმის 2200 ოთხკუთხ მეტრს.

6) გვიკვირს და ვერ გაგვიგია კავკასიის საფილოქსერო კომიტეტი რატომ საცდელათ მაინც არ შინჯავს ამ საშვალებას? ყოველ წლივ იხარჯება 120 და მეტი ათასი მანეთი საფილოქსერო საქმეზე და ნუ თუ ამისთანა დიდ ხარჯებთან ამ მცირე ხარჯის გაწევას ზოგავს? ქვემო იმერეთის და გურია-სამეგრელოს მდებარეობა ყოველისფრით ხელს უწყობს, რომ წყლის დაგუბებით ვენახს ფილოქსერისაგან უწამლოს კაცმა, საქმე ერთი მაგალითის ჩვენებაა და მერმეთ თვით ხალხი შეიგნებს ამ საშუალებას და სხვისი მზრუნველობა აღარ იქნება საჭირო. რედ.

7) კილოგრამმი 2,1/2 გირვანქაა.

8) გულდენი 62 კაპ. უდრის.

9) მარკა უდრის 30 კაპეიკს.

10) დინარი – 37-38 კაპეიკია.

11) სწორეთ საკვირველი მოვლენაა, რომ ოსმალეთსაც, რომელსაც მთელი ქვეყნიერება დასცინის კაცობრიობის წინმსვლელობაში ჩვენზე ბევრათ წინ წაუწევია. მიუხედავად იმისა, რომ მაჰმადი სასტიკათ უკრძალავს ღვინის სმას, ოსმალეთს შეუგნია დიდი ეკონომიური მნიშვნელობა მეღვინეობისა და ასე შველის ამ მეურნეობების დარგის გაძლიერებას და ეწევა თავის დაზარალებულ ქვეშევრდომებს. ჩვენში კი თუმცაღა ფილოქსერის საქმეზე დიდძალი ფული იხარჯება, მაგრამ ამ გვარიშემწეობას დაზარალებულ მევენახეობისადმი ვერ ვხედავთ.

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული