Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოლონური წვნიანი

საჭირო მასალა: 3 ლ ქათმის ბულიონი, 300 გ მოხარშული და შებოლილი ძეხვი, 1 ფინჯანი წვრილი თეთრი ლობიო, 1 ღერი ნიახური, 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 1/4 საშუალო ზომის კომბოსტოს თავი, 1 ცალი ხახვი, 3-4 კბილი ნიორი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 1 პატარა კონა კამა, 3 ს.კ. ზეთი, 1 ჩ.კ. პაპრიკა, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ლობიო ცივ წყალში ჩავალბოთ 1 საათით, შემდეგ მოვათავსოთ ცხელ ბულიონში და ვხარშოთ 40 წუთის განმავლობაში. დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილ ძეხვთან ერთად და დავუმატოთ ბულიონს. იმავე ტაფაზე, რომელზეც ხახვი იშუშებოდა, მოვშუშოთ დაჭრილი სტაფილო და ნიახური, ბოლო წუთზე დავამატოთ დაკეპილი ნიორი და წვნიანს დავუმატოთ. როცა წამოდუღდება, დავამატოთ თხლად დაჭრილი კომბოსტო, მარილი, პილპილი, პაპრიკა და ვადუღოთ ლობიოს მომზადებამდე. სუფრასთან მივიტანოთ წვრილად დაჭრილ მწვანილთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული