Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ორგანიკა" - ორგანული და ბიოპროდუქტების პირველი მაღაზია თბილისში

ცოტა ხნის წინ ვაკეში გაიხსნა მაღაზია "ორგანიკა", სადაც თბილისელ მომხმარებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინოს მხოლოდ ორგანული, ბიოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქცია. მათ შორის არის ისეთი პროდუქტებიც, რომელთა შეძენა სხვაგან პრაქტიკულად შეუძლებელია.
"ორგანიკაში" წარმოდგენილია საუკეთესო ქართული ბიოღვინოები, რომლებიც ჩამოსხმულია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მევენახეების მიერ. მათ შორის არის გივი ნიკოლაშვილის "საფერავი" - ევროკავშირის სტანდარტით სერთიფიცირებული ბიოღვინო, რომელიც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში იგზავნება და საქართველოში მისი ყიდვა მხოლოდ ერთი-ორგან არის შესაძლებელი.
ფერმერები "ორგანიკას" პროდუქტებს საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან აწვდიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია: კამეჩის მაწონი და სულგუნი სენაკიდან; ლობიო, ჯონჯოლი და წყლის წისქვილზე დაფქული სიმინდის ფქვილი ხარაგაულიდან; ძროხის ყველი, კარაქი, ერბო, სოფლის ქათამი დუშეთის რაიონიდან; ნამდვილი გუდის ყველის ასორტიმენტი თუშეთიდან; სვანური მარილი, სულგუნი და კარტოფილი ზემო სვანეთიდან.
"ორგანიკა" აქტიურად თანამშრომლობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანასთან". მაღაზიაში ნახავთ ასოციაციის წევრი ფერმერების პროდუქციას - ორგანულ ბოსტნეულს, ხილს, პარკოსნებს (ლობიო, ცერცვი, ცულისპირა, ძაძა), ჩაის, თაფლს, თხილს, მარინადებს, ზეთს, ღვინოს და ა. შ. შპს "ბიო ორგანიკ ჯორჯია" კი მომხმარებელს ორგანული სასუქით მოყვანილ ხილს, ბოსტნეულს, სოკოსა და სხვა პროდუქტებს სთავაზობს.
მაღაზია ასევე თანამშრომლობს "ღვინის კლუბთან", რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ნატურალური ღვინოებისა და ორგანული საკვები პროდუქტების პოპულარიზაცია.
            "ისარგებლეთ ორგანული საკვების ყველა უპირატესობით! ნუ მოიხმართ ქიმიკატებს! ისიამოვნეთ ორგანული საკვების გემოთი და დაიცავით მომავალი თაობა! ეს არის ჩვენი მოწოდება მომხმარებლისადმი. ხშირ შემთხვევაში ორგანული საკვები არაორგანულ საკვებზე ძვირია. მაგრამ რაც მეტი ადამიანი მოიხმარს ორგანულ საკვებს, მით უფრო დაიწევს მათი ფასიც", - ამბობს "ორგანიკას" მეპატრონე შალვა ჩუბინიძე.
"ორგანიკა" მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ორგანული საკვების უპირატესობის თაობაზე:
• ორგანული საკვები არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოა. არაორგანულად მოყვანილი საკვები პესტიციდებით ირწყვება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გარეცხვისას არც კი შორდება.
• ორგანული საკვები უფრო ნოყიერია, შეიცავს მეტ ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს.
• ორგანული საკვების მოყვანისას არ გამოიყენება ქიმიკატები და ნიტრატები, რომლებიც საბოლოოდ აბინძურებენ ჩვენს ნიადაგს და მდინარეებს.
 
რატომ უნდა აირჩიოთ ორგანული საკვები?
 
1) როცა თქვენ ორგანულ საკვებს ირჩევთ, თქვენ თავიდან იცილებთ ზიანის მომტანი პესტიციდების და სხვა ტოქსინების მოხმარებას.
2)ორგანული საკვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომელთა მზარდი ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა პესტიციდების მიმართ.
3) საკვები, რომელიც მოყვანილია ორგანულად გამდიდრებულ ნიადაგზე, ნოყიერი და გემრიელია.
4) ორგანული ფერმები არ იყენებენ პესტიციდებს და მომაკვდინებელ ქიმიკატებს, შესაბამისად არ ხდება ნიადაგის ეროზია და მდინარეების დაბინძურება.
5) საქართველოში ორგანული საკვების უმეტესობა პატარა, ოჯახურ ფერმებში მოჰყავთ. ეს ფერმერები უარს ამბობენ დამატებით შემოსავალზე, რაც
არაორგანული საკვების მოყვანით შეეძლოთ მიეღოთ.
6) არაორგანული საკვების მოყვანა ერთი შეხედვით უფრო ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა უცნობია ის დანახარჯები, რომელთა გაწევაც ჩვენ მათ მიერ დაბინძურებული გარემოს გასასუფთავებლად მოგვიწევს.
 
"ორგანიკას" მისამართია: თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 62, ბერძენიშვილის და
მოსაშვილის ქუჩების კვეთა. ტელეფონი (899) 28 88 89.
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com


გაიხსნა და დაიხურა კიდეც.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული