Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთის ხელისუფლება ალკოჰოლზე დიდ ფულს ხარჯავს

ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ალკოჰოლურ სასმელებზე დახარჯულმა თანხამ უკვე მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია. უაიტჰოლის სასახლემ 2012 წელთან შედარებით თითქმის ოთხჯერ მეტი შამპანური შეიძინა: 2012 წელს 53 ბოთლი, 2013-ში კი – 204.  

გასულ წელს მინისტრებმა Louis Roederer 2000-ის ორი ბოთლი და 30 გირვანქიანი Heidsieck Heritage Brut-ის 50 ბოთლი შეუკვეთეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ცქრიალა ღვინოებზე მოთხოვნა ზოგადად გაიზარდა, 2012 წელს 360 ბოთლი დაილია, 2014 წელს კი - 1, 236. საერთო ჯამში, 2013 წელს ხელისუფლებამ ალკოჰოლური სასმელების შესაძენად 65, 623 გირვანქა სტერლინგი დახარჯა, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი 55, 679 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

“დევიდ კემერონსა და მის მინისტრებს შამპანურის წრუპვის ნაცვლად, ურჩევნიათ საქმეს მიხედონ და საარსებო მინიმუმთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარონ,” – განაცხადა ამის თაობაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მოგეხსენებათ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მკაცრად აკონტროლოს საკუთარი მარანი. დაგროვილი ღვინოების თითქმის ნახვარი Christie's-ის აუქციონზეც კი გაიტანეს და გაყიდვებიდან 74,406 გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული