Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორია საზაფხულო ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის რეგიონიდან

ზაფხული შესანიშნავი დროა გამაგრილებელი და ხალისიანი, არომატული თეთრი ღვინოების დასაჭაშნიკებლად. 

ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეთრი ღვინო სოვინიონ ბლანია. ამ “ხრაშუნა”, მსუბუქი სხეულის მქონე ღვინოს როგორც წესი ციტრუსის, ბალახებისა და  ატმის არომატები ახასიათებს. Sauvignon Blanc ძალიან უხდება სალათებს, ზღვის პროდუქტებსა და მსუბუქ კერძებს. მიირთვით თხის ყველთან, ბურატასთან, შემწვარ ყაბაყთან და ბერძნულ სალათთან ერთად. 

პროსეკოს იტალიაში, ძირითადად ვენეტოს რეგიონში აყენებენ. ღვინო დამზადებულია ძირითადად გლერას ჯიშისგან. Prosecco არის იტალიური ცქრიალა ღვინო, რომელიც ცნობილია თავისი მსუბუქი ხასიათით. ეს იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც საზაფხულო სასმელში ცოტა გაზი სიამოვნებს. ამ ღვინოს აქვს მწვანე ვაშლის, მსხლის, თეთრი ატმის და გარგარის არომატი, რომელსაც ხშირად ახლავს ყვავილების ნოტები და ციტრუსის სურნელი.

Vinho Verde, რომელიც ითარგმნება, როგორც "მწვანე ღვინო", რომელიც მის სიხალისესთან უფროა კავშირში, ვიდრე ფერთან. ეს მსუბუქად ცქრიალა პორტუგალიური ღვინო არის მსუბუქი, "ხრაშუნა" და დახვეწილი. კაშკაშა მჟავიანობით და მწვანე ვაშლის, ცაცხვის და ყვავილოვანი არომატებით, Vinho Verde წარმოუდგენელ გამაგრილებელ ეფექტს ახდენს ცხელ დღეებში. ეს არის მრავალმხრივი ღვინო, რომელიც ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებს, შემწვარ ქათამს და საზაფხულო სალათებს.

ალბარინიო ესპანურია, ძირითადად Rías Baixas-ის რეგიონში აწარმოებენ, Albariño არის ესპანური თეთრი ღვინო, რომელიც ცნობილია თავისი ტექსტურით და ცოცხალი ხილის არომატით. აქვს ტროპიკული ხილის ნოტები, როგორიცაა ანანასი და მანგო, ციტრუსებთან და ატამთან ერთად. ეს ღვინო ასევე ცნობილია თავისი მინერალურობით, რაც სიღრმეს მატებს მის გამაგრილებელ პროფილს. Albariño ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებს, განსაკუთრებით მოლუსკებს.

რისლინგი  საშუალოდ სხეულიანია ღვინოა, ახასიათებს მაღალმჟავიანობა. მას აქვს ატმის, გარგარის, თაფლისა და ყვავილოვანი ნოტები, ხშირად უხამებენ ცხარე კერძებს, აზიურ სამზარეულოსა და ხილის დესერტებს, მათ შორის კრევეტებსა და სხვა ზღვის პროდუქტებს. გერმანია რისლინგის ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში.

თუ ისეთ ღვინოს ეძებთ, რომელიც თან ზაფხულში გაგაგრილებთ და თან ტკბილი ექნება, მაშინ Moscato უნდა გასინჯოთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საღვინე ყურძნის ღვინოა. ახასიათებს მანდარინის, მსხლის, ლიმონის, ფორთოხლის კანისა და ცხრატყავას არომატები. განსაკუთრებით პოპულარულია საფრანგეთისა და იტალიაში. Moscato-სგან სხვადასხვა კატეგორიის ღვინოს აყენებენ, მათ შორის ცქრიალასაც. ძალიან უხდება აზიურ სამზარეულოსა და ცხარე საკვებს, რადგან სიტკბოს მაღალი დონე და ალკოჰოლის შედარებით ნაკლები შემცველობა ახასიათებს. მიირთვით ქათამთან და თევზთან ერთად, ძალიან უხდება ღორის ხორცსაც ჯანჯაფილის და ტერიაკის სოუსით.

Pinot Grigio კიდევ ერთი შესანიშნავი თეთრი ღვინოა ზაფხულისთვის. ამ ნაკლებად სხეულიან ღვინოს მაღალი მჟავიანობა და ციტრუსის, ვაშლისა და მსხლის ნოტები აქვს. Pinot Grigio ძალიან უხდება სალათებს, ზღვის პროდუქტებსა და სხვა მსუბუქ კერძებს.

და ბოლოს, შარდონე შესანიშნავი არჩევანია ზაფხულისთვის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყურძენია, იპოვით როგორც ცქრიალა და ახალ, ცინცხალ ღვინოებს, ისევე მდიდარ, მუხაში დავარგებულ შარდონეებსაც. ეს ჯიში თავისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სხვადასხვა სტილით დაყენებულ შარდონეს განსხვავებული სურნელება ახასიათებს. ხშირად აღმოაჩენთ მასში ტროპიკული ხილის, კარაქისა და მუხის არომატების ნაზავს. მუხაში დავარგებულ ღვინოს უფრო კომპლექსური ტექსტურა აქვს, ზომიერი მჟავიანობა და კარაქის, ვანილისა და ტკბილი სანელებლების არომატები. მიუხედავად სტილისტური განსხვავებებისა, შარდონეს ახასიათებს ვაშლისა და ციტრუსის ძირითადი ტონები. ასაკთან ერთად შარდონე თხილეულობის არომატებსაც იძენს. შესანიშნავია უფრო მდიდარ კერძებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული