Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კორპის თუ მეტალის საცობი?

პორტუგალიის მოწინავე ღვინის კომპანია Sogrape-მ საკუთარი წარმოების ღვინის ერთ-ერთი ძირითადი სახეობისთვის მეტალის ხრახნიანი თავსახურები გამოიყენა. ღვინო Quinta de Azevedo Vinho Verde 2010 ხასიათდება, როგორც ,,ცოცხალი, ენერგიული ღვინო სასიამოვნო მჟავიანობითა და მსუბუქი შუშხუნით” და ქსელში ათ დოლარად იყიდება.

ეს თამამი გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც მოჩანს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით პორტუგალია ნატურალური კორპის მსხვილი მწარმოებელია. მსოფლიოში წარმოებული კორპის 50% სწორედ პორტუგალიაზე მოდის, ამ ქვეყანაში კორპის დასამზადებლად საჭირო მუხის ჯიშის კორომები 720 000 ჰექტარზეა გადაჭიმული.

კორპის საცობების მოხმარება უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში განუხრელად კლებულობს. 2009 წელს, საერთო ჯამში, 18 მილიარდი ცალი ბუნებრივი საცობი გაიყიდა, ანუ მსოფლიო მასშტაბით გამოყენებული საცობების საერთო რაოდენობის მხოლოდ 69% იყო კორპისა. მეტალის თავსახურების წილმა 11%, ხოლო პლასტიკატისამ – 20% შეადგინა.

შედარებისთვის, ათი წლის წინ ღვინის ბოთლების 95%-ს ბუნებრივი საცობი ჰქონდა. პორტუგალიის ნატურალური საცობის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელების თქმით, ის ფაქტი, რომ თვით პორტუგალიელმა მეღვინეებმა დაიწყეს მეტალის საცობების გამოყენება, ბევრს არაფერს ნიშნავს და ამ სფეროში არსებულ სურათს ძირეულად ვერ ცვლის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული