Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთში ესპანური ღვინის გაყიდვებმა იმატა

გასულ წელს ესპანური ღვინის ექსპორტი ჩინეთში 465%-ით გაიზარდა. 2009 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ესპანეთიდან 8,4 მილიონი ლიტრი, 2010 წელს კი – 47,3 მილიონი ლიტრი ღვინო შევიდა. ღვინის ექსპორტის ზრდამ, თანხობრივი თვალსაზრისით, 11,6 მილიონი ევროდან 36,1 მილიონ ევროს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ საქონელბრუნვა 312%-ით გაიზარდა. ასეთი თავბრუდამხვევი წინსვლა ძირითადად ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას მიეწერება. 2009 წელს ჩინეთში 3,65 მილიონი ლიტრი ესპანური ჩამოსასხმელი ღვინო იქნა შეტანილი, ერთი წლის შემდეგ კი მონაცემები უკვე თითქმის ათჯერ გაიზარდა და 37,71 მილიონი ლიტრი შეადგინა. ბოთლის ღვინის ექსპორტიც ორჯერ გაიზარდა – 4,6 მილიონი ლიტრიდან (9,8 მილიონი ევრო) 9,5 მილიონ ლიტრამდე (20,1 მილიონი ევრო). ცქრიალა ღვინოების გაყიდვები 82%-ით გაიზარდა და 142 ათას ლიტრს მიაღწია. ესპანეთი ვენახების ფართობის მიხედვითაც ლიდერია – ამ ქვეყანაში ვაზი 1,2 მილიონ ჰექტარზეა გაშენებული, დაახლოებით 5500 ღვინის მეურნეობასა და მარანში წელიწადში 43 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო იწარმოება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული