Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პორტუგალია ტურისტებს ღვინით იზიდავს

მცხუნვარე მზე, მოვლილი პლაჟები, ატლანტის ოკეანე – ალბათ ყველას ჰგონია, რომ პორტუგალია ტურისტებს მხოლოდ ამით იზიდავს. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით კი, სინამდვილეში, პორტუგალია ტურისტებს ადგილობრივი ღვინით ხიბლავს. გამოკითხულ ტურისტთა 37%-მა აღიარა, რომ პორტუგალიას ადგილობრივი ღვინის დაგემოვნების მიზნით სტუმრობს. ლამაზი პლაჟები და კლიმატი მეორე ადგილზე დასახელდა და ისიც მხოლოდ 20%-ისათვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ქვეყნის ძირითად უპირატესობად მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეროვნული კერძები და უსაფრთხოებაც დასახელდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით ექსპერტებმა დაადგინეს, რომ პორტუგალიამ ყურადღება ღვინოზე უნდა გაამახვილოს, იზრუნოს, რომ მათი ღვინო განსაკუთრებით პოპულარული გახდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ამ გზით უფრო და უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ.

ექსპერტები პორტუგალიელებს ურჩევენ, პირველ რიგში, vinho verde-ს ანუ მწვანე ღვინის პოპულარიზაციაზე იზრუნონ. ამ ტიპის ღვინო თავად პორტუგალიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ამ ქვეყნის უნიკალური პროდუქტია. მართალია, ღვინოს “მწვანე ღვინო” ჰქვია, მაგრამ ბაზარზე ამ სახელწოდების წითელ ან ღია ჩალისფერ ღვინოებსაც შეხვდებით. თავად სახელწოდება კი ღვინის დაყენების მეთოდიდან მომდინარეობს – მას ძალიან მცირე ხნით ავარგებენ, ამიტომ ხშირად “ახალგაზრდა ღვინოსაც” უწოდებენ. პორტუგალიური ღვინის გასინჯვისთანავე ყველა მიხვდება, რომ ეს ხალხი ღვინოს განსაკუთრებული ყურადღებით აყენებს, ცხადია, მათ კლიმატური პირობები და ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი კულტურაც უწყობს ხელს.

 © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული