საჭირო მასალა: 500 გ თევზი, 1 კვერცხი, 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი ან პურის ფქვილი, 2 ს.კ. სოიის სოუსი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 300 გ ბოსტნეულის ნაზავი – მწვანე ბარდა, სტაფილო, სოკო, წიწაკა, მწვანე ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, 2 ცალი პამიდორი, 200-250 მლ ანანასის კომპოტი. ზეთი შესაწვავად. სოუსისათვის – 3/4 ჭიქა წყალი, 1/4 ჭიქა 6%-იანი ძმარი, 1 ს.კ. შაქარი, 3 ს.კ. კეტჩუპი, 1 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. სოიის სოუსი.
მომზადება: სახამებელი ან ფქვილი, კვერცხი და ცოტა წყალი შევურიოთ, დავუმატოთ სოიის სოუსი, მასში მოვათავსოთ თევზის ნაჭრები, გავაჩეროთ 30 წუთი და შევწვათ ზეითუნის ზეთში გაცხელებულ ტაფაზე. შემწვარი ნაჭრები დავაწყოთ ხელსაწმენდზე ცხიმის დასაწრეტად. ტაფაზე დავუმატოთ ზეთი და შევწვათ ალყად დაჭრული ხახვი და წვრილად დაკეპილი ნიორი, დავიმატოთ დანარჩენი ბოსტნეული პამიდორისა და ანანასის გარდა. შევურიოთ სოუსის ინგრედიენტები, დავუმატოთ ტაფაზე მოშუშულ ბოსტნეულს და 2-3 წუთი ერთად ვშუშოთ. როცა სოუსი შესქელდება, დავუმატოთ კანგაცლილი პამიდორი, ანანასის ნაჭრები და ვშუშოთ 2-3 წუთი. ზემოდან დავაწყოთ თევზის ნაჭრები.
სუფრასთან შეიძლება მისი მიტანა როგორც დამოუკიდებელი კერძის, ასევე ბრინჯის გარნირთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი