- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
- მარანი დავაარსეთ 2020 წელს, ამის მიზეზი იყო ღვინისადმი სიყვარული და ენთუზიაზმი, აგრარულ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და ღვინოსთან ახლო კავშირმა მოგვცა ბიძგი იმისა, რომ შეგვექმნა ეს ბრენდი - „მოსავალი პირველი”. თავდაპირველად, ჩამოვასხით მცირე რაოდენობით, დაახლოებით 2000 ბოთლი, ამის შემდეგ წარმოების გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა სახელმწიფო მიკრო გრანტებმა, რომლის მეშვეობითაც ავღჭურვეთ მცირე მარანი და შევიძინეთ ღვინის დასაყენებელი დანადგარები.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
- ამჟამად გვაქვს ორი მარანი, ერთი ქართლში სოფელ ლამისყანაში, მეორე კახეთში, კერძოდ ვაზისუბანში. ღვინის წარმოებისთის ვიყენებთ საკუთარ ვენახში მოწეულ ყურძენს, ქართლში გვაქვს გაშენებული: გორული მწვანე, თავკვერი და ჩინებულის ჯიშის ვაზები, ხოლო კახეთში რქაწითელი და ბუერა. წელს გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა ახალი ვენახი, სადაც დომინანტურია ძველი ქართული ჯიში, როგორიცაა ,,მუხა მწვანე’’, ასევე მცირე რაოდენობით ფრანგული ჯიშები: შარდონე და სოვინიონ ბლანი. ვფიქრობთ, საინტერესო სამუშაო იქნება ბლენდინგის მიმართულებით.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითააგ ამორჩეული თქვენიღ ვინო?
- ჩვენ ვაწარმოებთ ძირათადად ოთხი სახეობის ღვინოს: კლასიკური მეთოდით გორულ მწვანესა და ჩინებულს, ქარვისფერს, რქაწითელისა და ბუერას ჯიშებისგან, თავკვერის როზეს და ცქრიალა ღვინო (პეტნატს), თაკვერი-ჩინებული-გორული მწვანესაგან. წელს ვცადეთ კენკროვანი კულტურებისგან არაორდინალური ტიპის სასმელი შეგვექმნა, კერძოდ მაყვლისა და ჟოლოსგან, რომელთა სიკტბო და ხავერდოვანი მჟავიანობა სასიამოვნოდ ერწყმის ერთმანეთს. ვფიქრობთ, ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქცია გამოგვარჩევს სხვა მწარმოებლებისგან.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ჩვენი პირველი თანამშრომლობა შედგა 8000 მოსავალთან, ვაინ ნოთ, ვაინ ბუტიკი, სხვადასხვა კაფე-ბარებთან, იასამანი, გრუვი როსტერსი და სხვა.
- გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია?
- ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა იმპროტიორებთან, წელს პირველად გავაგზავნეთ მცირე რაოდენობა ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა, იტალია, გერმანია და ავსტრია, ასევე გვაქვს სხვა შემოთავაზებები, რომელზეც ვმუშაობთ.
- რა სახის სირთულეები შეგვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- სირთულეებს შევხედრივართ, როგორც ღვინის დაყენების პროცესში, ასევე მის რეალიზაციისას, დაყენების პროცესში ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მანქანა-დანადგარებისა და დასავარგებელი რეზერვუარების შესაძენად. ასევე სირთულეებს ვაწყდებით მაღაზიებთან თანამშრობლობისას, რაშიც ვგულისხმობ ანგარიშწორებისას წარმოშობილ საკითხებს.
- თქვენი აზრით, რაა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან მიმართულებას, ღვინის ცოდნის ამაღლებას, როგორც მეღვინეების, ასევე უშუალოდ მომხმარებლების, რომ გაარჩიონ ღვინის ხარისხი, რაც კონკურენტულ ბაზარს ჩამოაყალიბებს და მეღვინეობების განვითარებას შეუწყობს ხელს. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა სახელმწიფოს ჩართულობა ღვინის სექტორში, ადგილობრივ ბაზარზე მკაცრი მონიტორინგი და საექსპორტო ღვინოების დეგუსტაციისას მაღალი თამასის დაყენება. მცირე და საშუალო მარნების ხელშეწყობა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილების მისაღებად.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- პირველ რიგში ეთუზიაზმი და ღვინისადმი უდიდესი სიყვარული, რომელიც დაეხმარებათ საკუთარი მისწრაფებების და მიზნების ბოლომდე განხორციელებაში. ასევე იმ ცოდნისა და უნარების შეძენა-გამომუშვება, რაც ხარისხიანი ღვინის დამზადებისთვისაა აუცილებელი. დღესდღეობით არსებობს ფინანსური რესურსების მოძიების სხვადასხვა გზები, ამიტომ თუ მათ სჯერათ საკუთარი მისწრაფებების და აქვთ მწველი სურვილი მისი განხორციელების ამ ნაწილში მათ პრობლემა არ შეექმნებათ. მთავარია აკეთებდნენ იმ საქმეს რაც უყვართ.
შეავსეთ თქვენი მონაცემებით:
მარნის მისამართი: ქართლი, ლამისყანა
ტელეფონი: 599736969
ელფოსტა: Geovintageswine@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: vintagefirst
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი