Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალიფორნია 2013

 
ძალიან ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით კალიფორნიელი მეღვინეები სულაც არ უჩივიან ამინდს. უფრო მეტიც, ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ 2012-ის მსგავსად წელსაც ჩინებული მოსავალი აიღეს. კალიფორნიელებმა ერთხმად აღიარეს, რომ წლევანდელი მოსავლით მეტად კმაყოფილნი არიან და მას “რეკორდულად ნაადრევს” უწოდებენ. Robert Mondavi Winery-ის მთავარმა ტექნოლოგმა ჟენევიევ ჟენსენსმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში წლევანდელი მოსავალი დაახასიათა, როგორც “ძალიან, ძალიან კარგი”. მან ისიც ივარაუდა, რომ წლევანდელ ღვინოს განსაკუთრებული ტანინი, სტრუქტურა და ფერი ექნება, ასე რომ, “მივიღებთ საკმაოდ ძლიერ ვინტაჟს”. მან 2012-ისა და 2013 წლების მოსავალი ერთმანეთს შეადარა: 2012 წელი იყო ელეგანტური, 2013-ში კი უფრო ძალა შეიმჩნევა. ეს ორი წარმატებული წელი საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს ორი ძალიან კარგი და ერთმანეთისაგან განსხვავებული ვინტაჟი შევთავაზოთ.  
Testa Vineyards-ის მეღვინე და მფლობელი მარია მარტინსონი აცხადებს, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე უხვი მოსავალი აიღეს, “მტევანს საოცრად სავსე, წარმოუდგენლად კარგი მარცვლები ესხა.” 
მართალია, მეწარმეთა დიდი ნაწილი წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია, მაგრამ ზოგი მეღვინე და მევენახე ჩივის, რომ წელს შედარებით წვრილი ყურძენი მოვიდა და 10-30%-ით ნაკლები მოსავალი დაკრიფეს. 
Yorkvill Cellars–ის წარმომადგენელმა ედვარდ ვალომ განაცხადა, რომ მათთან რთველი 14 სექტემბერს დაიწყო. “21 წლის განმავლობაში ასეთი რამ მხოლოდ მეორედ ხდება, ეს ძალიან ნაადრევი რთველია”. მან ასევე შეადარა გასული წლის და წლევანდელი მოსავალი და აღნიშნა, რომ 2013 წელი მეტად ხელსაყრელი გამოდგა მეღვინეთათვის, საოცრად მოსავლიანი და საოცრად ხარისხიანი. “ჩვენ კმაყოფილები ვართ ხარისხითაც და რაოდენობითაც”, - აღნიშნა მან.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.