Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერი (ქარვისფერი), იბერიელი, 2010

25.00 ლარი

ამ ღვინის გამოჩენა ყველაზე მეტად ეკზოტიკისა და იშვიათი ჯიშების მაძიებლებს გაუხარდებათ, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც გურიაში მოყვანილი ყურძნიდან დაყენებული ღვინო მაღაზიაში გამოჩნდა. ღვინო, ჩოხატაურის რაიონის რამდენიმე სოფელში დაკრეფილი ყურძნიდანაა დაყენებული (დაბლაციხე, საყვავისტყე, საჭამიასერი და სხვ.). ეს ჩხავერი ქარვისფერია, უმცირესი მოვარდისფრო ელფერით. ძალიან ეფექტური და სავსე გემო-სურნელი აქვს. ხასიათდება მწიფე ატმის, ატმის ჩირის, ცოტაოდენი ვარდისა და ხილის ყვავილების არომატით. გემოზე მოტკბოა, დამრგვალებული. უფრო ნახევრადმშრალი ეთქმის. დალიეთ ჩაციებული, მოხარშულ დედალთან, გურულ ღვეზელთან, ღვინის საწებლიან კალმახთან, ახალ ყველებთან და ხილთან. ღვინო გამორჩეულად ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება, სადაც ქიშმიში და დაშაქრული თხილის ტონები იჩენს თავს.

© ღვინის კლუბი/Weekend



სად შეიძლება ამის ყიდვა?


“ვინოთეკა” - ლესელიძის 33, ტ.: 47 60 11;

“ღვინის სამყარო” - რ. ლაღიძის 2. ტ.: 98 95 84;

"ღვინის კლუბი schalla" - მაჩაბლის 16. ტ.: 2 93 22 79;

La Maison De Vin  – შარდენის 18. ტ.: +995 32 214 75 75

"ვარაზი", სასტუმრო ვარაზი, კოსტავას 45ა, 2921630, 2931161

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული