Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წიწაკა ლობიოს გულსართით

საჭირო მასალა: 3 ღერი მწვანე ხახვი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 400 გ დაკონსერვებული ლობიო, 150 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 2 ცალი დიდი და 1 ცალი პატარა ზომის ტკბილი წითელი წიწაკა, 0,5 კონა პიტნა, 2 ს.კ. სეზამის მარცვლები, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: მწვანე ხახვი დავჭრათ. თეთრი ნაწილი 1 ს.კ. ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ. დავუმატოთ გადაწურული ლობიო, დავასხათ ბულიონი და 5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. პატარა წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ, პიტნა დავკეპოთ. ლობიოს მასა ბლენდერით ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. შევურიოთ დაჭრილი წიწაკა და პიტნა.  დიდი წიწაკები შუაზე გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და ლობიოს გულსართით ამოვავსოთ. მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და მწვანე ხახვი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული