Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ირლანდიურ პაბებს ცუდი დღეები უდგათ


მსოფლიო ფინანსური კრიზისი ბარების მფლობელთა შემოსავლებზეც უარყოფითად აისახა. ცუდი დღეები დაუდგათ გემრიელი ლუდითა და შესანიშნავი ვისკით სახელგანთქმულ ირლანდიურ პაბებსაც. ექსპერტთა ცნობით, ირლანდიის ბარებს ასეთი ცუდი წელი ჯერ არ ჰქონიათ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჯერჯერობით იმედისმომცემი პერსპექტივაც არსაიდან ჩანს. მიუხედავად ირლანდიაში გამეფებული უმუშევრობისა, რომლის დროსაც, როგორც ცნობილია, ალკოჰოლზე მოთხოვნა მატულობს ხოლმე, 2009 წელს პირიქით მოხდა და ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი 9,6%-ით დაეცა. 2001 წელთან შედარებით (როდესაც ირლანდიის ეკონომიკა აღმავლობის პიკში იყო) ეს მაჩვენებელი 21%-ით ნაკლებია. Drinks Industry Group of Ireland (DIGI)-ის წარმომადგენელმა, კირენ ტობინმა დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ურთულეს პერიოდში ირლანდიაში დღეში საშუალოდ ერთი პაბი მაინც იხურებოდა - 18 თვის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 15 ათასი პაბი დაიხურა. ექსპერტები პესიმისტურად უყურებენ მომავალს და საიმედო პროგნოზებს, სამწუხაროდ, ვერ აკეთებენ. მათი განცხადებით, 2010 წელს ალკოჰოლზე მოთხოვნა კიდევ 5%-ით დაეცემა, რაც კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს ირლანდიის ეკონომიკას.


© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული