Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოსა და კარტოფილის კრემ-სუპი

საჭირო მასალა: 1 ს.კ. კარაქი, 1 ს.კ. ზეთი, 1 ხახვი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 120 გ. ახალი სოკო, 4-5 ჭიქა ბოსტნეულის ნახარში (ბულიონი), 3-4 ღერი კამა, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 2-3 ცალი მოზრდილი კარტოფილი, დაახლოებით 1 ჭიქა 10%-იანი ნაღები, მარილი, პილიპილი და ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: ქვაბში გავაცხელოთ ცხიმი, ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, სოკო და ოხრახუში. ხახვი კარგად რომ დარბილდება და გამჭვირვალე გახდება, დავასხათ ნახარში და დავუმატოთ სანელებლები. როცა ადუღდება, ჩავყაროთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დავუწიოთ ცეცხლს და თავდახურული ვადუღოთ მანამ, სანამ არ მოიხარშება კარტოფილი. ამის შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და წვნიანი დავაბლენდეროთ, ჩავასხათ კვლავ ქვაბში, დავუმატოთ ნაღები, მარილი და წიწაკა. მუდმივად ვურიოთ და როდესაც წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. სურვილისამებრ მოვაყაროთ ჯავზი. სუფრასთან მივიტანოთ შავ შებრაწულ პურთან ერთად.
რჩევა: როდესაც კრემ-სუპს ვამზადებთ, მისი კონსისტენცია ჩვენს ხელთაა. თუ გვსურს, რომ სუპი იყოს უფრო თხელი, დავუმატებთ ბოსტნეულის ნახარშს და წამოვადუღებთ.
შეგვიძლია ამავე ფორმით მოვამზადოთ ტრადიციული წვნიანი და არ დავაბლენდეროთ, პირდაპირ შევურიოთ ნაღები.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული