Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოსა და ხახვის სუფი

1. 300 გრ სხვადასხვა, 3-4 სახეობის ნედლი სოკო.

2. ხახვი (ბოლქვები) - 200 გრ;
3. 100 გრ. კარაქი;
4. 100 გრ. თეთრი, მშრალი ღვინო;
5. წიწაკა - წითელი და შავი, შაქარი და პურის ფქვილი თითო-თითო სუფრის კოვზი, შაქარი სასურველია ყავისფერი;

მომზადება:
1. დაჭერით სოკო საშუალო ზომაზე, გაითვალისწინეთ, რომ სოკო საგრძნობლად პატარავდება თუშვისას. რამდენიმე პატარა ზომისა და ლამაზი ფორმის სოკო გადადეთ, გასაფორმებლად იქნება საჭირო;
2. ხახვი დაჭერით წვრილად;
3. ნელ-თბილ ტაფაზე ჩაუშვით 40-50 გრამი კარაქი და 100 მლ. ლ. ღვინო, ქარაქის გადნობის შემდეგ ჩაუშვით ხახვის 3/4 და 5 წუთი თუშეთ ამ სითხეშ, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკოც, მოურიეთ და დაახურეთ თავზე. მოთუშვის და სითხის შეწოვის შემდეგ გადახადეთ თავსახური და შებრაწეთ. აი, მთლიანად კი არა, მხოლოდ ალაგ-ალაგ, კიდეები რომ შეუწითლდეს სოკოს და ხახვს. შეკმაზეთ მარილით და შავი წიწაკით და გამორთეთ.
4. ცალკე სუფის ქვაბში ჩაუშვით დარჩენილი კარქი და ხახვი. მოთუშვის შემდედ - დაამატეთ შაქარი და ფქვილი. ეს კარამელიზემისათვის. თუ გაქვთ კარგი ხარისხის ხახვის სუფის მზა საკმაზი - ესეც შეიძლება შაქრისა და ფქვილის ნაცვლად.
5. კარამელიზების შემდეგ - 2-3 წუთში ჩაამატეთ ტაფაზე არსებული მასა და მოურიეთ.
6. დაამატეთ მდუღარე წყალი - რაოდენობით: 1/1-ზე. ან მაქსიმუმ 1.5-ჯერ მეტი. ჩაუშვით გადადებული დაუჭრელი სოკოც.
7. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი. შეკმაზეთ საჭირო გემოვნების მარილითა და წიწაკით.
8. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნიორიც, ოღონდ, ფრთხილად - თითქმის არ უნდა ემჩნეოდეს.

ეს სუფი არის ძალიან ნოყიერი და გემრიელი, მაგრამ ცოტა ევროპული სუფებისათვის დამახასიათებელი მოტკბო გემო აქვს. საჭიროების შემთხვევაში ამის განეიტრალება სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგ: ღვინის ან ძმრის დამატებით. თუმცა ამატეთ ნელ-ნელა და ხშირად სინჯეთ.

სუფრაზე მიიტანეთ გახუხულ პურთად და გახეხილ მოცარელასთან, ან მშრალ, გახეხილ სულგუნთან ერთად.

 
© peppi

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული