გამოქვეყნებულია: 16 მაისი, 2009 - 00:59
HarpersWine & Spirit-მა ქართულ ღვინოს სპეციალური დანართი მიუძღვნა
აპრილის ბოლოს ვენაში ჟურნალ Harpers Wine & Spirit-ისა და "სამტრესტის" ორგანიზებით ქართული ღვინოების დეგუსტაცია-კონკურსი გაიმართა, რომელმაც 10 საუკეთესო საფერავი გამოავლინა. კონკურსში 20 ქართული კომპანია მონაწილეობდა. საუკეთესო ათეული კი ასე გადანაწილდა:
1. ოროველა, საფერავი 2005
2. ბესინი, მუკუზანი 2006
3. კახური, მუკუზანი 2004
4. ტიბანელი, საფერავი 2005
5. ტიფლისის მარანი, საფერავი 2007
6. თელიანი ველი, საფერავი გაუფილტრავი 2007
7. თბილღვინო, საფერავი 2007
8. ქინძმარაულის მარანი, საფერავი 2005
9. შატო მუხრანი, საფერავი 2007
10. GWS თამადა, საფერავი 2005
ამ დეგუსტაციის იდეა რამდენიმე თვის წინათ გაჩნდა, როდესაც "სამტრესტმა" საქართველოში HarpersWine&Spirit-ის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი, ჯოზეფ დარელი ჩამოიყვანა. მას შემდეგ, რაც ბატონი დარელი ქართული ღვინის ისტორიას, ტრადიციებსა და წარმოების ტექნოლოგიებს გაეცნო, გადაწყდა, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში კონკურსი მოეწყოთ, რომლის შედეგები ამ პოპულარული გამოცემის ფურცლებზე გაშუქდებოდა. შეგახსენებთ, რომ Harpers Wine&Spirit ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემაა, რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი და აი, ამ გავლენიანი გამოცემის აპრილის ნომერში საქართველოს თემას ვრცელი მასალა მიეძღვნა. ჟურნალის 32-გვერდიანი დამატება მთლიანად ქართულ ღვინოს ეთმობა. საფერავის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გარდა, მიმოხილულია ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, ტრადიციები, ჯიშები და ა.შ.
© მადიანი/vinoge.com
თქვენი კომენტარი