Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ულტრა-მაცივარი ღვინოს რამდენიმე საათში "დააძველებს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შვედურმა მწარმოებელმა Electrolux, რევოლუციური ტექნოლოგია შექმნა. კომპანიის სპეციალისტთა გამოგონების შედეგად შესაძლებელი ხდება ღვინის ხელოვნურად დაძველება... მაცივარში! თუმცა, არა სტანდარტულ მაცივარში. გამოგონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ გეძლევათ საშუალება ახალგაზრდა ღვინო სასურველ ასაკამდე სასწაულმოქმედ მაცივარში მოთავსებით დააძველოთ. ახალ ტექნოლოგიას ეწოდება Wave Ultra Sonic Wine and Refrigerator. ღვინის დასაძველებლად საკმარისია ბოთლი მაცივარში მოათავსოთ, სასურველი ასაკი მიუთითოთ მოწყობილობის კარზე მოთავსებულ სენსორულ პანელზე და ცოტა ხნით დაელოდოთ. შედეგად სასმელი წლობით გაჩერებული ღვინის გემოს იღებს, თუმცა ის სულ 2-3 საათს გაატარებს მაცივარში.
საინტერესოა, როგორ ხდება ეს? ეს ხდება მაგნიტური ველის საშუალებით - ისინი მოქმედებენ ბოთლზე და ათბობენ ღვინოს, განმაგნიტების უკუპროცესი კი გავლენას ახდენს სასმელის დაძველებაზე. აღსანიშნავია, რომ მოცემული ტექნოლოგია არ საჭიროებს დიდი რაოდენობით ენერგიას.
ღვინის სიმწიფის ხარისხი სენსორულ პანელზე ფერადი წრეების საშუალებით ისახება, თქვენ არ დაგჭირდებათ მაცივრის კარის ყოველ წუთში გამოღება ღვინის მზაობის შესამოწმებლად. ამავდროულად, თქვენ გეძლევათ საშუალება, მოცემული ღვინის შესახებ ინფორმაცია იქვე, დანადგარის ეკრანზე მიიღოთ.
ღვინის ხელოვნურად დაძველების იდეა ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და უცნობია, განხორციელდება თუ არა საერთოდ ეს კონცეფცია. ალბათ, არც ღვინის ნამდვილი დამფასებლები მოიწონებენ ამგვარ ტექნოლოგიას, რადგან ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გავლენას ახდენს მაგნიტური ველი ხარისხიან სასმელებზე.
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.