Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

3 ტროფი და 9 ოქრო - Hong Kong IWSC-ის შედეგები ცნობილია

HK IWSC 20-23 სექტემბერს გაიმართა, 56 გამოცდილმა და კვალიფიციურმა ღვინის ექსპერტმა ჰონგ კონგში ასობით ღვინო შეაფასა. დებრა მაიბურგი, HK IWSC-ის ხელძღვანელი აღნიშნავს, რომ წელს ქარვისფერი ღვინოები ძალიან შთამბეჭდავი რაოდენობით იყო: “წლევანდელმა ნამუშევრების რაოდენობამ დაამტკიცა ის, რომ ღვინის ინდუსტრია ჰონგ კონგთან მჭიდრო კავშირშია და ჩვენი მომავლისაც სჯერა. განსაკუთრებით აღგვაფთოვანა ქარვისფერი ღვინოების რაოდენობამ. ჩვენ ვაკვირდებით შესამჩნევად გაზრდილ ინტერესს ამ უნიკალური ღვინის კატეგორიის მიმართ, რაც აქაურ ღვინის მოყვატულებსაც დაეტყოთ”.

წელს HK IWSC-მა საგრძნობლად გააფართვა ექსპერტთა არეალი. ყველა პანელში შეხვდებოდით სხვადასხვა ღვინის მცოდნეს, მათ შორის ღვინის მაგისტრებს, ოსტატ სომელიეებს, იმპორტიორებს, ღვინისა და ალკოჰოლური  სასმელების კრიტიკოსებსა და ა.შ. ექსპერტებმა ღვინოების, ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის 70-ზე მეტი ჯგუფი შეაფასეს, რომლებიც წარმოდგენილი იყო “ორმაგად ბრმად” დეგუსტაციით, რაც, როგორც კიიჰონგ იოან ქუონი, Black Sheep Restaurant-ის ხელმძღვანელი სომელიემ აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო: “HK IWSC-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი სწორედ ორმაგად ბრმა დეგუსტაციაა, რადგან მწარმოებლის ცნობის გარეშე ბევრად უფრო მეტად გრძნობს დეგუსტატორი ღვინის ხარისხსა და არომატებს”.

2022 წლის დეგუსტაცია გაიმართა Arca-ში, ახლახანს გახსნილ სასტუმროში, რომელიც ჰონგ კონგის სამხრეთით მდებარეობს. დეგუსტაციისას Test your Palate-მა ღვინის მოყვარულებს მისცა შესაძლებლობა, 100-ზე მეტი საკონკურსო ხარისხის ღვინო და ალკოჰოლური სასმელები დაეგემოვნებინათ. კონკურსში საქართველომაც მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში  3 ტროფი, 9 ოქრო, 30 ვერცხლი და 20 ბრინჯაო დაიმსახურა.

ტროფი:

მარნაველი ქისი-ხიხვი, ქვევრი, “მარანი ტიფლისი”, 2019

კლასიკური საფერავი, “მეღვინეობა ხარება”, 2019

მარნაველი 5, ბრენდი, “მარანი ტიფლისი”

Ოქრო:

ქინძმარაული, “დუგლაძის ღვინის კომპანია”, 2021

ქისი ქვევრი, “დუგლაძის ღვინის კომპანია”, 2020

მარნაველი ქისი-ხიხვი, ქვევრი, “მარანი ტიფლისი”, 2019

მუკუზანი, “დუგლაძეების ღვინის კომპანია”, 2019

ნაფერაული ვინობიზა, “ღვინის კომპანია შუმი”, 2020

რქაწითელი ქვევრი უმანო, “კორპორაცია ქართული ღვინო”, 2019

კლასიკური საფერავი, “მეღვინეობა ხარება”, 2019

მარნაველი 5, ბრენდი, “მარანი ტიფლისი”

მარნაველი XO, ბრენდი, “მარანი ტიფლისი”

მთლიანობაში საქართველომ 42 მედალი დაიმსახურა, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ყველასთვის. კონკურსის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ Hong Kong IWSC-ის გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული