12 - 13 თებერვალს პარიზში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW WINE (The Artisan Wine Fair) ჩატარდება, სადაც საქართველოდან ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიამ მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენა RAW WINE-ზე ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინეებისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას. გამოფენაზე მისულ სტუმრებს დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას. საქართველო Raw Wine-ზე უკვე წლებია რაც მონაწილეობას იღებს, მათ შორის არის ბერლინის, ლოს-ანჯელესისა და კოპენჰაგენის გამოფენები, რომლებიც ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება.
გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). RAW WINE-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს წელს.
შეგახსენებთ, აქ მეღვინეები მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ღვინოს წარადგენენ. ფესტივალზე შეხვდებით ღვინის ექსპერტებს, მოყვარულებსა და იმპორტიორებს. RAW WINE პარიზში მეორედ იმართება 11 და 12 თებერვალს. გამოფენა ღიაა ვიზიტორებისთვის კვირას დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე და ორშაბათს 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ახლა კი ქართველ მონაწილეებს გაგაცნობთ:
Jakeli Organic Wines and Vineyard
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი