Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველოში ჩამოვედი, რათა გამეგო, როგორ გაჩნდა ქვეყნიერებაზე ყველაზე ღირებული რამ - ღვინო”- ზოლტან იშტვანი

Napa Valley Register-ზე ზოლტან იშტვანი საქართველოს შესახებ წერს: “როცა ღვინის რეგიონებზე ფიქრობთ, ალბათ, პირველ რიგში, ბორდო გაგახსენდებათ, მენდოზას ვენახები ან ნაპას ველის თანამედროვე ღვინის საწარმოლები. მაგრამ სინამდვილეში ღვინო კავკასიიდან, საქართველოს ქვეყნიდან მოდის, სადაც ის პირველდ 8000 წლის წინ დააყენეს. დღეს საქართველოში 1000-ზე მეტი ღვინის კომპანიაა, რომლებიც 55000 ჰექტარზე მეტს ამუშავებენ. ქვეყანაში იწარმოება დაახლოებით 100 მილიონი ბოთლი  წელიწადში”. - სტატიას სწორედ ასე იწყებს ავტორი,  ზოლტან იშტვანი, რომლის ესეებიც ხშირად ქვეყნდება New York Times-ში, National Geographic-სა და სხვა წამყვან ჟურნალებში.

იშტვანი ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიებზე სასაუბროდ მიიწვიეს LibertyCon Europe 2024-ზე თბილისში, თუმცა, როგორც ის წერს, მისი მოგზაურობის ერთი-ერთი მთავარი მიზანი იყო საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის გაცნობა: “ჩამოვედი, როგორც “მომლოცველი” ძალიან მცირე მარნის მეღვინე, რათა მენახა, როგორ გაჩნდა მევენახეობა ამ ქვეყანაზე და შემდეგ როგორ გავრცელდა ღვინო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ადამიანს ოდესმე მოუფიქრებია”. - წერს ავტორი.

სტატიაში ვკითხულობთ საქართველოს ისტორიის შესახებ, იმ ბრძოლებსა და ომებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში უძლებდა საქართველო: “ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოში ჩემს ოჯახთან ერთად თავი უფრო დაცულად და მშვიდად ვიგრძენი, ვიდრე იქ, სადაც მე ვცხოვრობ”.

პირველად თბილისში სადეგუსტაციოდ ღვინის ბარს ესტუმრა, სადაც თავკვერით განსაკუთრებით აღფრთოვანდა. შემდეგ კახეთში, “შატო მერეში” ჩავიდა: “ქისი, თითქოს ქართული სოვინიონ ბლანია, ძალიან არომატული და გამორჩეული ღვინო.” - აღიშნავს სტატიაში.

schuchmann Wines Chateau-ზეც წერს და მკითხველს ქართული ღვინის ტექნოლოგიის შესახებ უამბობს. ამბობს იმასაც, რომ ქარვისფერ ღვინოს განსაკუთრებული არომატები და დაყენების მეთოდი აქვს: “ძალიან დიდი განსხვავებაა თანამედროვე ღვინის დაყენების ტექნოლოგიასა და ძველ მეთოდს შორის. ქვევრი ქართულ ღვინოს სწორედ იმ გამორჩეულობას სძენს, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ”. სტატიას გაეცნობით Napa Valley Register-ზე.

 © ღვინის კლუბი/vinoge.com



გაასწორეთ, ზოლთანი და ისტვანი არასწორია. სავარაუდოდ ზოლტან იშტვანი უნდა იყოს :)


იშტვანები სვანები არიან, უხსოვარი დროიდან გადასულები დასავლეთ ევროპაში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.