Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

11 სექტემბრის მოვლენებს ღვინო მიუძღვნეს


ამერიკელმა მეღვინეებმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ათი წლისთავის აღსანიშნავად ღვინო ჩამოსხეს, თუმცა ამ ფაქტმა ამერიკელთა ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ლონგ აილენდზე განლაგებული მარნის - Lieb Family Cellars-ის მესვეურებმა შარდონე და მერლო ,,9/11 Memorial"-ის სახელით ჩამოასხეს და გაყიდვებისგან მიღებული შემოსავლის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას გეგმავენ. ამერიკაში მეღვინეთა ამ ნაბიჯმა ყველა როდი აღაფრთოვანა - ზოგიერთი თვლის, რომ კომპანია ბოროტად იყენებს ტრაგედიას და საკუთარი პროდუქციის რეკლამირების მიზნით ხალხის გრძნობებით მანიპულირებს. თუმცა კომპანიის დირექტორი გერი მედენი აცხადებს, რომ აღნიშნული ღვინოები კომერციული მიზნებით არ ჩამოუსხამს და თითოეული გაყიდული ბოთლიდან 91,1 ცენტი საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული