Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინტრიგები კორტონზე

სოფიკო კვანტალიანი

"წვერიანი" ამბავი

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთში  ადგილი არ არსებობს, შარლ დე გოლს, ნაპოლეონს ან კარლოს დიდს რომ არ უკავშირდებოდეს. ღვინის ლეგენდებისა და ისტორიების შესწავლისასაც სწორედ ამ სამი პიროვნების სახელია თვალშისაცემი. კორტონს კი კარლოს დიდზე უამრავი ლეგენდა უკავშირდება. ფრანგები, გერმანელები და ბელგიელები მას ხომ თავიანთ იმპერატორად თვლიან, მაგრამ ყველაზე მეტად იმპერატორი საფრანგეთში უყვართ, იქ თავისებური სახელიც კი შეარქვეს: ლათინური Carlus Magnus-ისგან ხალხმა ლეგენდარული Charlemagne-ი "შარლემანი" შეარქვა. იმპერატორმა იმდენი რამ გააკეთა ღვინისმეწარმეობის ასაღოსძინებლად, რამდენიც არავის გაუკეთებია. ის განსაკუთრებულად მფარველობდა ღვინოს. ამბობენ, რომ მას უამრავი ვენახიდან გამორჩეულად ის უყვარდა, რომელიც ჯერ კიდევ რომაელების დროს კორტონის მთაზე ჩაიყარაო. მისი სახელწოდება ანტიკურ დროს უკავშირდება: აქ მიწის მფლობელი რომის იმპერატორი ორტონი ყოფილა. დროთა განმავლობაში დომენის სახელი (Curtis d'Orton"ორტონის სახლი")შეიკვეცა და Corton-ი დაერქვა,იმას, რასაც დღეს კორტონის წითელ აპელასიონს უწოდებენ.

იმპერატორ კარლოსზე ერთი სასაცილო "კორტონული" ისტორია არსებობს. თურმე მას ძალიან უყვარდა კორტონული წითელი და ყოველ დღე ბევრსაც მიირთმევდა. სიბერეში ჭაღარა წვერი თურმე ღვინით ეღებებოდა და საკმაოდ არასასიამოვნო სანახავი იყო. ეს უმსგავსობა დედოფალს შეუნიშნავს, ბევრი უფიქრია, როგორ მოეგვარებინა პრობლემა. წვერის მოკვეცა მის სტატუსს ნამდვილად არ შეეფერებოდა, ღვინის სმასაც ცხადია ვერ შეაწყვეტინებდა... სწორედ ამ დროს დაიბადა გენიალური იდეა - თეთრ ღვინოზე უნდა გადასულიყო იმპერატორი! ასე მიიღეს კორტონში თეთრი ყურძნის გაშენების გადაწყვეტილება, რის შემდეგაც დაიბადა კორტონის თეთრი აპელასიონისთვის პოპულარული ღვინის სახელწოდება — Corton-Charlemagne. "წვერიანი" იმპერატორის შემდგომ ვის მფლობელობაში არ იყო კორტონი: ტამპლიერ-რაინდების, ბურგუნდიელი ჰერცოგების და თვით საფრანგეთის მეფისაც კი. ეს აისახა კიდეც სახელწოდებაში Clos du Roi- "სამეფო კლო". 

როგორც ცნობილია, ბურგუნდიაში ვენახების უმრავლესობა ან მხოლოდ წითლებზე სპეციალიზდება, ან თეთრებზე, კორტონი კი ორივე იპოსტასში უნიკალურია. ეს ღვინოებიმკაცრი, კარგად სტრუქტურირებული, ინტენსიური და ტანინით მდიდარია. იმის გამო, რომ ნიადაგი მცირე დისტანციებზეც კი მკვეთრად იცვლება, ყველა კრუ განსხვავებულია.

თუ გავუყვებით გზას ბონიდან ჩრდილოეთით, დიჟონში უკვე რამდენიმე კილომეტრში საკმაოდ მაღალ მთას შენიშნავთ, რომლის მთელ სამხრეთ და აღმოსავლეთ ფერდობზე უზარმაზარი ვენახებია გაშენებული, მთის კენწეროზე კი ხშირი ტყეა. ეს ცნობილი კორტონია, ბურგუნდიის Grand Cru-ებიდან ყველაზე მსხვილი.

კორტონი - ეს ძირითადად მთაა, რომელზეც სამი კომუნა მდებარეობს: დიდი - ალოს-კორტონი (120,5 ჰექტარი) და ორი პატარა კომუნები - პერნან ვერჯელესი(17,26) და ლადუა (22,43). სამივე კომუნაზე მხოლოდ ორი გრან კრიუ მოდის: Corton(წითელი ღვინოებისთვის) და Corton-Charlemagne (თეთრისთვის), მაგრამ ისინი ფართობით საკმაოდ დიდები არიან და ამიტომ მათშიც ცალკეული "კლიმები" გამოიყოფა. თუ ეტიკეტზე წერია Corton, მაშინ ღვინო სხვადასხვა კლიმის ყურძნისგანაა დამზადებული, მაგრამ თუ Le Cortonაწერია—ნიშნავს, რომ ღვინო მხოლოდ ერთი კლიმიდანაა.

"წითლებად" და "თეთრებად" დაყოფა - ეს უკვე კრიუს ტრადიციაა, რომელიც აპელასიონის კანონს არ მიეწერება: მევენახეებმა მშვენივრად იციან, სად უფრო უკეთესად გრძნობს თავს შარდონე, ან პინო ნუარი, მაგრამ რა ქნან, კანონი ნებას რთავს, რომ ორივე ჯიშის ყურძენი ერთსა და იმავე ვენახში დაირგოს.

წითელს შერეული თეთრი

ლეგენდები ლეგენდებად, მაგრამ, რეალურად, როგორც ბურგუნდიელმა ღვინის ისტორიკოსებმა დაადგინეს, ჯერ კიდევ 1824 წელს ყველა ცნობილი ვენახის ტოპოგრაფიაში არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები კორტონის თეთრ ღვინოებზე. საუბარი მხოლოდ მაღალი კლასის წითლებზე და არც ისე მაღალი კლასის ვარდისფრებზე იყო. სწორედ მათ დაუთმეს ადგილი დროთა განმავლობაში ბურგუნდიაში მოდაში შემოსულ შარდონეს. ნარგავები ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაიზარდა, თუმცა ზოგი ექსპერტი თვლის, რომ შარდონე აქ ყოველთვის ხარობდა, რადგან შეუძლებელიც იყო ამ ფერდობებზე თეთრი ყურძენი არ მოეყვანათ.

ადგილობრივი კანონმდებლები დღეს იმდენად ლიბერალურნი არიან, რომ Corton-Charlemagne-ის მთელ აპელსიონზე შეიძლება დაირგოს გინდა შარდონე, გინდა პინო ნუარი - მოკლედ, როგორც მევენახეს მოესურვება. ჰიუ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ეს კანონმდებლობა რაღაცნაირად ალისას გავს, საოცრებათა ქვეყანაში, იმიტომ რომ ბუნებას ვერ მოატყუებ და სავსებით ნათელია, რომ პინო ნუარი და შარდონე მხოლოდ იქ იზრდებიან, სადაც ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათ ძალით ვერსად გაახარებ. ძალიან ხშირად ნაკვეთების მფლობელები ორივე ჯიშს ერთმანეთში ურევენ, ამიტომაცაა, რომ წვრილი მეწარმე კორტონზე ვერ მოგცემს იმავე ხარისხს, რასაც მსხვილი მწარმოებელი, რომელსაც ჯიშების ტერუართან შერჩევის საშუალება მეტად აქვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ კომერციული პოლიტიკა დომინირებს ხარისხზე, თუმცა ცნობილი ჭეშმარიტება "წითელსა" და "თეთრ" კორტონზე ამ შემოგარენის  ყველა განათლებული მეღვინისთვისაა ცნობილი. ეს ნამდვილად ასეა და თუ თქვენ დააგემოვნეთ არც ისე მიმზიდველი წითელი კორტონი, დაინტერესდით, შარლემანის ზონიდან ხომ არაა იგი.

ნიადაგებისა და სტილთა დომხალი

კორტონის მთა დიდია და ცნობილი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მის ფერდობებზე ნიადაგი რთული და მრავალფეროვანია, იგი სრულიად განსხვავებულ ნივთიერებებს შეიცავს. ფერდობის ზედა სარტყლები შარდონეს სამფლობელოა - ეს თეთრი მერგელიანი ნიადაგებია. უფრო დაბლა ნიადაგში რკინის შემცველობა იმატებს, გვხვდება კენჭები, თიხა ნაკლებია და ფერიც გამოკვეთილად მოწითალო. სწორედ აქ არის განლაგებული პინო ნუარის დიდი ნარგავები. ამით კიდევ არ მთავდება ნიადაგის მრავალფეროვნება - ერთ-ერთ ფერდობზე, კონკრეტულად კი პერნან-ვერჯელესის კომუნაში, ნიადაგი გამორჩეულად კაჟიანია, ამიტომაცაქაურ ღვინოებს, მთაგრეხილის ყველა რეგიონისგან განსხვავებით, განსაკუთრებული სასიამოვნო მჟავიანობა აქვთ.

მრავალფეროვანმა ტერუარმა კორტონის რამდენიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილი ჩამოაყალიბა. აქ არის ჩრდილოური, აღმოსავლური ექსპოზიციები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - მთის სიმაღლე, რომელიც 140 მეტრიდან 340 მეტრამდე მერყეობს.

თეთრი

თეთრის სტილისტიკა: მთის მაღალ სარტყელში  მდებარე ნაკვეთები, ისეთები, როგორიცაა Le Corton, მინერალურ, ძლიერ შარდონეს გვაძლევენ, ძალიან მკვეთრი და ხანგრძლივი დაბოლოებით, რომელთაც ვერც ფუმფულას უწოდებ და ვერც სავსესხეულიანს. ნაკვეთები, რომლებიც ასობით მეტრით ქვემოთაა განლაგებული უფრო მრგვალ, მდიდარ, ძლიერ ღვინოს გვაძლევენ, თუმცა ისინი მაინც ვერ შეედრებიან მაღლისებს, ვერც სინატიფით და ვერც არომატის შემცველობით.

 თეთრი Corton-ის მინერალური ნიმუშები იმდენად ჰგავს შაბლის, რომ  ბრმა დეგუსტაციისას ღვინის ექსპერტებსაც კი მასში ეშლებათ. ასევე შაბლიში ერევათ Corton Charlemagneდა პირიქით. რა თქმა უნდა, არა ყველა კრიუ შაბლი ჰგავს კორტონულს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მთელი ბურგუნდიიდან ეს ყველაზე მეტად მიმსგავსებულია შაბლისთან.

წითელ Corton-ში განსხვავება არც ისე შესამჩნევია. ერთადერთი - მისი სტუქტურული განსხვავებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინო ან ხანგრძლივი და თხელია (ეს მთის ზედა ნაწილის) ან კარგად სტრუქტურირებული (ქვემოთ).

დიდი და პატარა კომუნები

ალოს-კორტონი ყველაზე დიდი კომუნაა, თუმცა ამ სოფელში მაღაზიაც კი არ არის, მაგრამ აქ ბურგუნდიის ერთ-ერთი უნიკალური სარდაფია გათავსებული, რომელიც უძველეს სამონასტრო ცხოვრებას უკავშირდება. ნიადაგები შრეებიანი კირქვისაა, კენჭების მაღალი შემცველობით. ალოს-კორტონის ღვინოები კარგად სტრუქტურირებულია, მსუყე ფერით, მინერალური ნოტებით, ხმელი ფოთლების არომატით, ზოგჯერ თხილის და მსუბუქი ხილის გემოთი. ალოს კორტონის ღვინოებს ვერ უწოდებ ძვირს მეზობელ ბურგუნდიულ Grand Cru-ებთან შედარებით. "საშუალო" Aloxe-Cortonგაცილებით ძვირია "საშუალო" Pernand-Vergelesses-სა და Ladoix-ზე. კომუნის შედარებით დიდი ნაკვეთია ლადუა (ეტიკეტზე ხშირად შეხვდებით Ladoix-Côte de Beaune). იგი ალოს-კორტონის ჩრდილოეთით მდებარეობს. აქ ნაცრისფერი იურული კირქვოვანი ნიადაგებია, რომელსაც comblanchien-ს უწოდებენ. ლადუას ღვინოები მომრგვალებულია, რბილი. ალოს კორტონის აღმოსავლეთი ნაწილი ნიადაგის მინერალურობის მხრივ გამოკვეთილია, თანაც ყურძენი აქ ნიშვნელოვნად ნელა მწიფს. ასე რომ, ერთ კომუნაში ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ღვინო მზადდება. პერნან-ვერჯელესი - ეს ალოს-კორტონის კიდევ ერთი უმცროსი მეზობელია. სწორედ აქ შეგიძლიათ შეხვდეთ თეთრ ალიგოტეს.

სტილი Corton

Corton-ისკოტ დ’ორისყველაზე იაფფასიან Grand Cru-დ დამკვიდრება ვენახების დიდმა ფართობმა და წარმოებულმა ღვინის მოცულობამ განაპირობა, ასევემისმა უხეშმა სტილმაც: Corton-ის ბევრი წითელი ღვინო პირველ წლებში საკმაოდ უხეშია და ხანგრძლივ დავარგებასაც მოითხოვს, რათა ბუკეტი ბოლომდე გაიხსნას. თეთრი Corton-Charlemagneრაღაც საშუალოა პულინი-მონრაშესა და შაბლის შორის. ეს ნიშნავს, რომ პულინისთან შედარებით თეთრ კორტონში მეტი მინერალია. განსაკუთრებით მკვეთრი მსგავსებაა მუხაში დავარგებულ შაბლისთანაც. ამგვარად, Corton-Charlemagneსრულებით არ ემთხვევა სხვა თეთრ Grand Cru-ებს. ეს მინერალური და მშრალი შარდონეა, რომელიც მეზობელი Grand Cru-ებისგან ზეთოვნობით და მომრგვალებული სხეულით გამოირჩევა. მუხაში დავარგება აქ ძალიან უმნიშვნელოა, ახალი მუხა იშვიათად გამოიყენება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ღვინო ქალურია, ელეგანტური, აქვს სასიამოვნო ოქროს ფერი, მასში შესანიშნავადაა შერწყმული დარიჩინის, თხილის, ეგზოტიკური ხილის ნოტები. რბილიCorton-Charlemagneძალიან დაბალანსებულია და მინიმუმ ათწლიან დავარგებას მოითხოვს. მიუხედავად კორტონის შაბლისთან დიდი მსგავსებისა, ხამანწკები მასთან გამორიცხულია, იმდენად, რამდენადაც ღვინო მუხაშია დავარგებული, მუხა კი, როგორც ვიცით, ვერაა ჰარმონიაში ხამანწკებთან, ხოლო აი, კიბოსნაირებთან და ზღვის თევზთან კი იგი სავსებით სასიამოვნოა. 

წითელი Corton-ი— ეს ყოველთვის მსუყე, მწიფე ბროწეულისფრისკენ გარდამავალი ფერის ღვინოა. ბუკეტში დომინანტურია შავი მოცხარი და თუთა. ისიც კი, ვისაც არ უყვარს ბურგუნდიული პინო ნუარი, ან წითელი კოტ-დე-ბონი, აღიარებენ, რომ წითელი Corton-ის შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. ეს ღვინოები შესანიშნავი სტრუქტურით გამოირჩევიან, რომელთაც განსაკუთრებული სირბილე და თავშეკავებული მჟავიანობა ახლავთ. ისინი იდეალურად ერწყმიან ნანადირევს, ძეხვეულს და შებოლილებს.

DOMAINE

ANTONIN GUYON

ნეოკლასიცისტი

კორტონის ღვინოების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, მიშელ ბეტანი, ნეოკლასიცისტურს უწოდებს Domaine Antonin Guyon-ის სტილს. მათ იმემკვიდრეს კორტონ-შარლემანის ტრადიციები და თანაც ახალიც შემატეს ტრადიციული კლოს ხაზს. ამგვარად, ნიადაგის ზედმიწევნითი შესწავლისა და სხვადასხვა ნაკვეთებიდან მიღებული ღვინიდან დაიბადა Corton Charlemagne Grand Cru, ღვინო, რომელიც Corton Grand Cru-ს სხვადასხვა ნაკვეთებიდანაა ასამბლირებული. ალოს-კორტონული ყურძენი ღვინოს მსუბუქ ხილიანობას ანიჭებს, ხოლო პერნან-ვერჯელესისა კი განსაკუთრებულ მინერალურობას, შედეგად კი იდეალურ, ინტენსიურ და მსუბუქად მინერალურ ღვინოს ვიღებთ, გამოკვეთილი არომატით და ხანგრძლივი გემოთი.  

BONNEAU

DU MARTRAY

სანიმუშო Corton-ი

ეს ერთ-ერთი უძველესი დომენია კორტონში, უფრო ზუსტად კი პერნან-ვერჯელესზე. ეს ძველი, ნახევრადმივიწყებული მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბურგუნდიაში. სწორედ აქედან იღებენ სანიმუშო ინტელიგენტურ ღვინოს, განსაკუთრებული სიღრმით, სიმსუყითა და ელეგანტურობით. Bonneau du Martray- ეს მინიმუმი მუხაა, წითელი ღვინოებიც გაცილებით მეთ ხანს ვარგდებიან ფოლადის ჭურჭელში, ვიდრე ბარიკებში.

BOUCHARD

PERE ET FILS

კლასიკური, საკოლექციო Corton-ი

ამ ღვინოებს ერთი განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებთ - საუკეთესო კლიმებიდან (Les Renardes, Les Bressandes დაLes Clos du Roi) მიღებული წითელი Bouchard Corton-იპირველ წლებში ძალიან ძნელი აღსაქმელია. ისინი იდეალურ მდგომარეობას მხოლოდ 20 წლის შემდგომ აღწევენ. ეს მონუმენტური ღვინოა, ახალგაზრდობაში რამდენადმე მოუხეშავი. როგორც ამბობენ, ის თავის სხეულს წლებთან ერთად ავლენს. იგი საუკეთესო ნიმუშია მარნისთვის.   

DOMAINE LEROY

მიწიერი, გულახდილი Corton-ი

ეს ცნობილი ბიოდინამიკური მეურნეობაა, სადაც ღვინის მიწიერ მახასიათებლებზე კეთდება აქცენტი. წითელ Corton-ში ტყავის, სანდალოზის ხის აქცენტებია გამოკვეთილი, ასევე ტერუარისთვის დამახასიათებელი შავი მოცხარისა და ჟოლოს ნოტები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.