Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გერმანული საშობაო ნამცხვარი

360 გ. კარაქი, 2 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 200 გ. შაქარი, ვანილი, მარილი, 750 გ. ფქვილი

ამ ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი და ერთი საათი დავდოთ სიცივეში. გავყოთ ორად, ნახევარზე ცოტა მეტ და ნახევარზე ცოტა ნაკლებ ნაწილებად, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ დიდი გუნდა, ერთ თითზე გავაბრტყელოთ, შემდეგ შიგთავსი დავუმატოთ და ზემოდან გადავაფაროთ გაბრტყელებული მეორე გუნდა.

შიგთავსი მზადდება შემდეგნაირად:
1 ჭიქა საგოზინაყედ დათლილი ნიგოზი, 1.5 ჭიქა ქიშმიში და ვისაც ქიშმიში არ უყვარს, დაჭრილი კურაგა, სამი სუფრის კოვზი თაფლი, სამი ლიმნის წვენი და ცედრა, კონიაკი (დაახლოებით 1 ს/კ მაინც).
 
რჩევები:
 
ცომის მოზელის დროს ფქვილი აყარეთ თანდათანობით, თუ ძალიან მშრალი ფქვილია, მოზელა გაჭირდება და ამიტომ. მეორე ნახევარს როცა ვაფარებთ ზემოდან, შეიძლება გაგვიჭირდეს გაბრტყელებული ცომის აღება, ამიტომ ფქვილმოყრილ გასაბრტყელებელ ჯოხზე გადავახვიოთ და ისე გადავაფინოთ.
 
გამომცხვარს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა
 
 © miau


სტოლენის ორი ერტმანეტისგან განსხვავებული რეცეპტი ცწავიკითხე და მგონი მეორე ვარიანტი უფრო ნამდვილს გავს .


არის საფუვრიანი ვარიანტიც, სოდიანიც. საერთოდ, რაკიღა ეს ნამცხვარი ძალიან ძველი დროიდან მოდის, ძალიან ტრადიციულია, გავრცელებულია მთელ ევროპაში და შესაბამისად, დღესდღეობით უამრავი ვარიანტია შექმნილი. :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული