Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილმა შეფმზარეულმა ხელი მეღვინეობას მიჰყო

ცნობილი ამერიკელი კულინარი და რესტორატორი გაი ფიერი 2012 წელს  “ფორბსმა” მსოფლიოს უმდიდრეს შეფმზარეულთა ათეულში დაასახელა. ხუთი რესტორნის თანამფლობელმა და ტელევარსკვლავმა ფიერიმ გასულ წელს ღვინის ბიზნესი წამოიწყო - კალიფორნიაში, სონომას ოლქში უკვე შეიძინა ორ ჰექტარზე გადაჭიმული ვენახი და ვაზის მოვლასაც შეუდგა. გაი ფიერი თავად გვიამბობს, თუ რატომ დაინტერესდა ამ სფეროთი: “მე და ჩემი მეუღლე სონომას ოლქში ღვინის კულტურის უჩვეულოდ სწრაფმა ზრდამ გაგვაოცა. შემდეგ გადავწყვიტეთ, თავადაც გვეცადა ღვინის დაყენება”. 2012 წელს ფიერიმ უკვე აიღო პირველი მოსავალი და ორ მარანს მიჰყიდა. აღსანიშნავია, რომ ფიერი საკუთარ ვენახში ორგანული მიწათმოქმედების მეთოდებს იყენებს. შეფმზარეულს გრანდიოზული გეგმა აქვს – სამომავლოდ აპირებს, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ჩაებას მეღვინეობის ბიზნესში და საკუთარი ღვინო გამოუშვას. ფიერის თავის მამულში სადეგუსტაციო დარბაზის აშენებაც აქვს განზრახული.

© ღვინის კლუბი/Weekend



ამ კაცს დენმა დაარტყა თუ თმები ესე რატო აქვს?


Magari sherekili tipia:) Clevelandshi modis xolme Fabulous Food Show-ze. Uyvars xalxis gartoba da gamxiaruleba.


საყურეებზე მიცემდა მოკლე ჩართვას :)))


ჩემს სახლთან ელსადენები ცოტა დაბლაა ჩამოწეული და მეც მაგიტომ არ ვატარებ საყურეებს სწორედ...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.