საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო უნივერსიტეტში ქვევრის ღვინოებისა და ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო წამყვანი ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები, მათ შორის: ლაგვინარი, იაგოს ღვინო, ვინოტერა, ნიკას მარანი, ოქრო ღვინო, გოცას საოჯახო მეღვინეობა და ხოხბის ცრემლები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ღვინის წარმოების 8000 წლიანი ისტორიის და ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდის პრეზენტაცია.
ღონისძიებას უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, საქართველოს ღვინის კლუბის წევრი დავით ჯიშკარიანი, რომელიც აღნიშნავს: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურა სწორედ რომ ახალგაზრდა ღვინის სპეციალისტებს და ღვინის ენთუზიასტებს გავაცნოთ, რადგან სწორედ მათ უნდა წარუდგინონ ქართული ღვინო და მრავალათასწლიანი კულტურა ღვინის უბრალო მომხმარებელს.“
აღსანიშნავია INSEEC ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში ერთი-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და აქ სასწავლებლად მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან ჩამოდიან, მათ შორის ქართული ღვინის ბაზრისთვის ისეთი საინტერესო ქვეყნებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ა.შ.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო
თქვენი კომენტარი