Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია

დღეს, 13 დეკემბერს, ეკონომიკის სამინისტროსთან ქართველმა მეღვინეებმა, ღვინის სექტორის წარმომადგენლებმა, სომელიეებმა, ექსპერტებმა და ენთუზიასტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მეღვინეებმა განაცხადეს, რომ ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია და ევროინტეგრაციის შეფერხება ქართული ღვინის საექსპორტო გზასაც მნიშვნელოვნად უკან დახევს. 

„ვიკრიბებით პარასკევს, 13 დეკემბერს, 5 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (იუსტიციის სახლის შენობის ეზო) მევენახეები, მეღვინეები – მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლები, სომელიეები, ღვინის კრიტიკოსები, ღვინის გიდები, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლები.

სასტიკად ვგმობთ ჩვენი კოლეგების, მათი ოჯახის წევრებისა და პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების დევნას, მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას თავიანთი სამოქალაქო პოზიციის გამო.

ვაპროტესტებთ რეჟიმის მიერ უკვე ღიად დეკლარირებულ პოლიტიკას, რომლის შედეგად საქართველო კარგავს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას. ეს კი, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, ისე – ზოგადად, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და თვითმყოფად კულტურას უქმნის ეგზისტენციურ საფრთხეს. ქართულმა ღვინომ, როგორც ათასწლეულების წინ, კვლავ უნდა გაიკვალოს გზა თავის ცივილიზაციურ გარემოში – ევროპულ ოჯახში!“, – აღნიშნულია  ანონსში.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევრის ექსპორტი გაერთიანებულ სამეფოში 28%-ით გაიზარდა მოცულობით და 17%-ით ღირებულებით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ 54.5 მილიონი ლიტრი ღვინო ექსპორტზე გაიტანა, რაც 156.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და 61 ქვეყანაში გაიგზავნა. აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს  საქართველოს ღვინის ექსპორტი რუსეთში 49%-ით გაიზარდა და რუსეთი ჯერ კიდევ ყველაზე მსხვილი, პირველი საექსპორტო ბაზარია ქართული ღვინისთვის. თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ქართული ღვინის ექსპორტი  და მასთან ერთად ცნობიერებაც ქვევრის ღვინის შესახებ იზრდება. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული