Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოკალის როლი

თუ შენიშნეთ, რომ ღვინის სმას მოუხშირეთ და ამით არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი ახლობლებიც შეწუხდნენ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. უბრალოდ, დადგა დრო, ბოკალი გამოცვალოთ.

 ოდესღაც არსებობდა მითი, რომ თუ არაყს სათითეთი დალევდი, ისევე გვარიანად გამოთვრებოდი, როგორც დიდი სასმისის გამოცლისას. მაგრამ ამ შემთხვევაში თავად სასმელიც და მის შესაძენად გადადებული ფულიც დაგეზოგებოდათ. შესაძლებელია, ეს მითი ვიღაცამ საკუთარ თავზეც გამოსცადა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - სასმელს, ჭურჭელს, მის მოხმარებასა და ეფექტს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. სწორედ ამ თემაზე გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალ Substance Use and Misuse-მა, რომელშიც აიოვას შტატის უნივერსიტეტის კვლევები იყო მოცემული. მეცნიერებმა ნაშრომი ასე დაასათაურეს – “ნახევრად ცარიელი თუ სავსე: რა აიძულებს ღვინის მოყვარულებს, უფრო და უფრო მეტი სასმელი დალიონ”. აღნიშნული გამოკვლევისას ამერიკელებმა დაადგინეს, რომ ღვინის მოყვარულები საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რომ განიერ ბოკალში 12%-ით (11,9%) მეტ ღვინოს ისხამენ, ვიდრე ვიწროყელიანში. ასევე 12,2%-ით მეტ ღვინოს სვამენ, როცა ფეხზე დგანან და ბოკალი ხელში უჭირავთ, ხოლო მაგიდასთან მსხდომნი ნაკლებ სასმელს მიირთმევენ.

აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი ლაურა სმარანდესკუ განმარტავს, რომ ადამიანები ჭურჭლის მოცულობას სათანადოდ ვერ აფასებენ. ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვერტიკალურ განზომილებას, ვიდრე ჰორიზონტალურს. ვიწრო სასმისიდან ნაკლებს იმიტომ სვამენ, რომ დარწმუნებულნი არიან, ასეთ ბოკალში მეტი სასმელი ასხია და, შესაბამისად,  მეტის დალევა უწევთ.

მეცნიერები განმარტავენ, რომ თუ ორი ადამიანი ამბობს, სადილზე სამ ბოკალ ღვინოს ვსვამო, ორივე სრულიად განსხვავებული ზომის ბოკალს გულისხმობს.

 ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოკალის ფერი. როდესაც სასმისი და ღვინო დაახლოებით ერთი ფერის არის, ადამიანები 9%-ით მეტს ასხამენ. მაგალითად, გამჭვირვალე ბოკალში თეთრ ღვინოს უფრო მეტს ასხამენ, ვიდრე შავს. მოკლედ, მეცნიერები გვირჩევენ: თუ თქვენ ღვინის სმა გიყვართ, მაგრამ გინდათ, ნაკლები დალიოთ, სადილობისას მაგიდას მიუჯექით და  ღვინო ვიწრო ბოკალით მიირთვით. ასეთ შემთხვევაში თქვენ 9-12%-ით ნაკლებ ალკოჰოლს მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ ამ გამოკვლევისათვის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 73-მა სრულწლოვანმა. გამოკვლევამ ცხადყო კიდევ ერთი ფაქტი: შამპანურის მწარმოებლები ხშირად ირწმუნებიან, რომ ეს სასმელი განიერი და დიდი ბოკალით უნდა მივირთვათ. ახლა კი ნათელია, რა განზრახვა და გათვლები აქვთ ამ მშვენიერი სასმლის მწარმოებლებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული