Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი 2018

23 ივნისს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალს" უმასპინძლებს.

ფესტივალი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალის ორგანიზატორები ვახოს მეგობრები არიან, რომლებიც ქვევრის ღვინისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით წელს უკვე მეორედ ატარებენ ამ ღონისძიებას.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და ახალი მცირე მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. თბილისის საუკეთესო ღვინის ბარ-რესტორნები კი სტუმრებს ღვინოსთან შეხამებულ კერძებს შესთავაზებენ. ფესტივალზე ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. ფესტივალის მუსიკა: DJ Noxiron, იაშვილი, Vikea Witched, ოთო ბერძენიშვილი, შოთა საგანელიძე.

ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ბარი g.Vino, ჯიპიაი ჰოლდინგი, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ფესტივალის მეგობარია მოძრაობა KAR.GE.

პირველი "ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი" შარშან ჩატარდა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. წლევანდელი ფესტივალი უფრო წარმომადგენლობითი იქნება და ბუნებრივი ღვინის მოყვარულებს ბევრ სიახლეს ჰპირდება.

დასაწყისი:18:00

ბილეთის ფასი: 7 ლ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 



ამაზე სამარცხვინო ფესტივალზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, კიდევ კარგი გაწვიმდა.


რატო, რას ერჩით?


სამარცხვინოს რას არქმევთ? ფესტივალი სადაც უფასოდ დარიგდა ჭიქები, 15 საკვები ობიექტი იყო სადგეუსტაციოდ და 35 საუკეთეს ნატურალური მეღვინე? ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ბუნებაში და სიმშვიდეში:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული