Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტი 2016 წლის 11 თვის მონაცემებით

წელიწადი დასასრულს უახლოვდება და ღვინის ეროვნული სააგენტო ტრადიციულ ყოველთვიურ ანგარიშს აქვეყნებს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შესახებ. ამჯერად ეს უკვე 11–თვიანი მონაცემებია და შეიძლება ითქვას, წლის ბოლომდე ეს სურათი არსებითად არ შეიცვლება.

2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ეს მთლიანობაში 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ყველაზე აქტიური და უხვი ნოემბრის თვე იყო. თუკი იანვარში 1 521 802 ბოთლი გავიდა, ხოლოდ ვთქვათ, სექტემბერში 4 049 034, ნოემბერში ეს ციფრი 6 665 311–მდე გაიზარდა.

ჩინეთმა ბოლო თვეში დათმო მეორე პოზიცია და მისი ადგილი ისევ უკრაინამ დაიკავა. ხუთეული კი ასე გამოიყურება:

რუსეთი (24 914 877)

უკრაინა (5 179 454)

ჩინეთი (4 886 145)

ყაზახეთი (3 227 639)

პოლონეთი (2  123 500)

ჩინეთში ზრდამ შეადგინა128% (4 886 145 ბოთლი),  უკრაინა - 73% (5 179 454), ბელარუსი - 62% (1 060 806), რუსეთი -  48% (24 914 877), პოლონეთი - 47% (2  123 500), ესტონეთი - 37% (588 450), კანადა 30% (198 456), აშშ - 27% (294 382), დიდი ბრიტანეთი - 25% (87 428), ლატვია 15% (1 139 706), იაპონია - 14% (144 126), ყირგიზეთი - 9% (202 666), გერმანია - 4% (270 176) და სხვა.      

ამასთან, განვლილ 11 თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ესაა 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. მართალია ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი ძირითადად იაფფასიან ბრენდიზეა, რომელიც უმეტესად ყოფილ საბჭოთა ბაზრებზე გადის.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 11 თვის მანძილზე 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ 31%–ით ნაკლებს შეადგენდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული