Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კურდღელი ბერძნულად

საჭირო მასალა: 2 კგ კურდღლის ხორცი, 1-2 თავი ხახვი, 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ქილა დაჭყლეტილი პამიდორი, რამდენიმე ღერი ბეგქონდარა და თავშავა, 200 გ ყველი ფეტა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: თუჯის ქვაბში გავაცხელოთ ზეთის ნახევარი. კურდღელი 10 ნაწილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. მოვათავსოთ ცხიმში და ყველა მხრიდან შევბრაწოთ. ამოვიღოთ შემწვარი კურდღლის ნაჭრები და ქვაბში მოვათავსოთ დარჩენილი ზეთი დაჭრილ ხახვთან ერთად. დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. შემდეგ ჩავაბრუნოთ ხორცის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე თავდახურული 30 წუთი ვშუშოთ. ჩავუმატოთ პამიდორი, ცოტა შაქარი და დაჭრილი მწვანილი. 20 წუთის შუშვის შემდეგ კურდღლის ხორცს მოვაყაროთ დაფხვნილი ფეტა, ქვაბს მოვხადოთ სახურავი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით შევდგათ.

© ღვინის კლუბი/Weekend



თითქმის ყველაფერი ისეა, როგორც ტრადიციულად ამზადებენ ბერძნები, თუმცა ისინი როგორც წესი თითქმის 1 კილომდე ხახვს იყენებენ, დაუჭრელად, მთელ–მთელს ხორცთან ერთად შუშავენ. http://bit.ly/LgYqCE და ყველაზე მთავარი დარიჩინის ხვეულები :) :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.