Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფუნჩულები (პონჩიკები)

2 ჩ/ჭიქა ფქვილში ავურიოთ 2 ს/კოვზი საფუარი. 2 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ 4-5 ს/კოვზი შაქარი, 0.5 ჩ/კ მარილი, დავასხათ საფუვრიან ფქვილს და ვამატოთ თანდათან ფქვილი. როცა სქელი არაჟნის სისქეს მიიღებს, 4-5 ს/კ ზეთი დავამატოთ და მოვზილოთ საშუალო ცომი ზეთიანი ხელებით. დააცადეთ კარგად აფუება. ერთხელ თუ ჩაზილავთ, უკეთესია. მე კვერცხს აღარ ვუკეთებ. ასეც ძალიან კარგი გამოდის. ამ ცომში თუ ქადის გულს ჩადებთ და ღუმელში გამოაცხობთ, არ ინანებთ! ცხვება არაჩვეულებრივი ე.წ. "სოფლური ქადები". კრემი - ნებისმიერი, მოხარშული. ჩემს შემთხვევაში იყო ქოქოსის რძეზე დამზადებული კრემი. 1 ჭიქა ფქვილი+ 2 ჭიქა შაქარი, ფორთოხლის ცედრა და კარგად რომ ავურევთ ერთმანეთში, დავასხათ მდუღარე 3 ჭიქა რძე. მოვხარშოთ კრემი. გავაკეთოთ პატარა გუნდები, ჩავდოთ კრემი, კარგად შევკრათ და ფრიტიურში მოვხარშოთ. თუ არ გაქვთ სპეციალური მოწყობილობა, მაშინ უმჯობესია, სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, რომ ადუღდება, 1-2 წუთით გამოვრთოთ, მერე ისევ დავდგათ ცეცხლზე და ჩავუშვათ პონჩიკები სრულ დაბრაწვამდე. ძალიან დიდ ცეცხლს ნუ მისცემთ, რომ შიგნით ცომი არ დარჩეს, არც ძალიან დაბალი ვარგა, იზეთება ძალიან. ამ ცომის წყალზე დამზადებაც შეიძლება და ამ შემთხვევაში სამარხო იქნება.
თუ შაქარს მხოლოდ 1 კოვზს გაუკეთებთ და მარილს 2/3 ჩაის კოვზს, მაშინ ნებისმიერი ღვეზელისთვის გადასარევი ცომია. პიცაც კარგი გამოდის.

© auau

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული