Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რიბერა დელ დუერო - მეღვინეობის საუკეთესო რეგიონი

Wine Star Awards-მა რიბერა დელ დუერო (Ribera del Duero)მეღვინეობის საუკეთესო რეგიონად დაასახელა. “ღვინის ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალი აშშ-ში გაიმართა და მისი ორგანიზატორი Wine Enthusiast Magazine იყო. წელს ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის ასევე იბრძოდნენ ამერიკული ნაპას ველი, ვალა-ვალას ველი, სამხრეთაფრიკული უინელენდის კონცხი და ფრანგული ლუარას დაბლობი. მდინარე დუერო ესპანეთში იღებს სათავეს, კვეთს პორტუგალიას (სადაც მას დორუს უწოდებენ) და ქალაქ პორტუსთან ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. აპელასიონი რიბერა დელ  დუერო 1982 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მისი წითელი ღვინოები უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამ ღვინოების წარმატების საიდუმლო არის ნიადაგი, რამდენიმე თაობის გამოცდილება, უზარმაზარი ინვესტიცია, ყურძნის ხარისხის მკაცრი კონტროლი, ჯიში ტინტო დელ პაისი (ტემპრანილიო), მუხის მაღალხარისხიანი კასრები და მეღვინეთა შრომისმოყვარეობა. ტერიტორია, სადაც იწარმოება რიბერა დელ დუეროს ღვინო, მოიცავს ბურგოსის, ვალიადოლიდის, სეგოვიასა და სორიას პროვინციებს, ვალიადოლიდის პროვინციის აღმოსავლეთით მდებარე 19 მუნიციპალურ ოლქს, სეგოვიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 5 მუნიციპალურ ოლქს, ბურგოსის პროვინციის სამხრეთით მდებარე 59 მუნიციპალურ ოლქს და სორიის დასავლეთით მდებარე 6 მუნიციპალურ ოლქს. ამ რეგიონებში კლიმატი კონტინენტურია, რომელზეც გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანე. წლიური ნალექი დაახლოებით 450-500 მმ-ს შეადგენს. ზამთარი საკმაოდ მკაცრია, ზაფხული კი – ცხელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ რეგიონში დღისით და ღამით ტემპერატურა მკვეთრად იცვლება. სწორედ ამის წყალობითაა, რომ ყურძენი გვიან მწიფდება და მჟავიანობის საუკეთესო დონეს აღწევს. ამ რეგიონში განსაკუთრებულ საფრთხედ მიიჩნევა გაზაფხულის ყინვები, რაც არაერთხელ გახდა წარმოების შემცირების მიზეზი. რიბერა დელ დუეროში ნიადაგი არის ქვიშიან-ლამიანი ან თიხოვანი, ალაგ-ალაგ კირქვიანიც. ვენახები გაშენებულია ან მდინარეებს შორის, გორაკებზე, ან ზღვის დონიდან 700-850 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ვაკეებზე. მთავარი ჯიშები, რომლებითაც ღვინოს აწარმოებენ, არის თეთრი ალბილიო (ადგილობრივი ჯიში), წითელი ტინტო დელ პაისი (ტემპრანილიო), გარნაჩა ტინტა (გრენაშის ესპანური ანალოგი), კაბერნე სოვინიონი, მალბეკი და მერლო. ამ ტერიტორიაზე ვაზი პირველად კლუნის ორდენის ბერებმა გააშენეს. XVI საუკუნეში ეს რეგიონი პირენეის ნახევარკუნძულის მეღვინეობის ცენტრად იქცა, მაგრამ რიბერა დელ დუეროს, ისევე როგორც ბევრ სხვა მეღვინეობის რეგიონს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში პატარა და ვერაგი ბუგრი - ფილოქსერა შეესია. შედეგად ნაკვეთების ძალიან დიდი ნაწილი განადგურდა, რამაც მწარმოებლებს დიდი ზიანი მიაყენა. რეგიონში, რომლის მოსახლეობაც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მევენახეობითა და მეღვინეობით იყო დასაქმებული, ცხოვრება ჩაკვდა. მაგრამ იმ ადამიანთა წყალობით, რომლებმაც მთელი თავისი სიცოცხლე ვაზს შესწირეს, რიბერა დელ დუერო ფერფლისგან აღდგა. 

შეგახსენებთ, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით D.O.-ს მონაცემთა გათვალისწინებით  ღვინის ასეთი კლასიფიკაცია არსებობს:

Tinto– უბრალო ახალგაზრდა ღვინოები, რომლებსაც კასრებში არ აჩერებენ, რაც, ერთი მხრივ, დასაშვებია. მთავარია, ეს დრო არ აღემატებოდეს 1 წელს.

Crianza– შედარებით რთული ტექნოლოგიის ღვინო. მას მუხის კასრში აყენებენ 12 თვე, შემდეგი 1 წელი კი ბოთლებში ინახება.

Reserva– ასეთი ღვინოები მხოლოდ საუკეთესო მოსავლისას დგება. მას 3 წელი ინახავენ – 12 თვე კასრში, დანარჩენი დროის განმავლობაში კი - ბოთლებში.

Gran Reserva– საუკეთესო ღვინოები, რომლებიც დიდხანს ინახება. ეს არის წითელი ღვინოები, რომლებსაც 5 წლის განმავლობაში აძველებენ – 2 წელი მუხის კასრებში და 3 წელი - ბოთლებში, თუმცა პირიქითაც შესაძლებელია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული