Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ფორბსის“ გზამკვლევი კახეთში

ცოტა ხნის წინ „ფორბსმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: “თქვენი გზამკვლევი კახეთში: საქართველოს “ნაპას ველი”. სტატიის ავტორი, ბრინა უილსონი საქართველოს ვაზის ჯიშებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მათი 70%, ფაქტობრივად, ერთი რეგიონიდან, კახეთიდანაა, რეგიონში, სადაც 200-მდე ჯიშს შეხვდებით, მათ შორის მწვანეს, რქაწითელს, ქისსა და საფერავს. ეს ჯიშები დღეს ყველაზე პოპულარულია უცხოელ ღვინის მოყვარულებში.

სტატიაში ნახსენებია კახეთის უნიკლური ლანდშაფტები, უძველესი ციხე-სიმაგრეები, კოშკები, ალპური ტბები და ჩანჩქერები, რომლებიც მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ავტორი მკითხველს კახეთის სამ ყველაზე გამორჩეულ სასტუმროსაც ურჩევს. ახსენებს Radisson Collection-ს წინანდალში და ალექსანდრე ჭავჭავაძის მარანს, ღვინის უძველესი კოლექციით. ასევე Apart Hotel და Communal Hotel Telavi-ს, საუბრობს Lost Ridge Inn Brewery&Ranch”-ზე, მის უნიკალური სტილსა და გემრიელ კერძებზე. ბრინა უილსონი მკითხველს ცხენებით გასეირნებასა და ვენახის დათვალიერებასთან  ერთად წინანდლის ფესტივალზე სტუმრობასაც ურჩევს.

გარდა ამისა, სტატიაში მიმოხილულია კახეთის ყველაზე ცნობილი მარნებიც. ავტორი რეკომენდაციას უწევს “გიჟი ბროწეულისა” და “ტოგონიძის მარანს”. ავტორი სიღნაღში, რესტორან “ხოხბის ცრემლების” კერძების გასინჯვასთათ ერთად მკითხველს “აკიდოს მარნის” მონახულებასაც ურჩევს.

„ფორბსი“ უკვე წლებია დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ენოტურისტულ თემატიკას და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ეს სტატიაც მომავალ თვეებში იმედია მეგზურობას გაუწევს უცხოელ ღვინის მოყვარულებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული