Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის მწვადი ფორთოხლით

საჭირო მასალა: 300 გ ქათმის ფილე, 1 ცალი დიდი ფორთოხალი, 2 ცალი წითელი ხახვი, 3 ტოტი როზმარინი, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 2 ს.კ. თხელი თაფლი, 5 ს.კ. ზეთი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ქათმის ფილე 2 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ. ფორთოხალი ცხელ წყალში გავრეცხოთ, შევამშრალოთ და 2-3 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. 1 თავი ხახვი მოზრდილ სეგმენტებად დავჭრათ. მომზადებული ინგრედიენტები თანამიმდევრობით ავაგოთ 4 ცალ შამფურზე. ქაღალდჩაფენილი ფორმა 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. როზმარინი დავკეპოთ, 1 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ. ხახვს ავურიოთ როზმარინი, თაფლი და ზეთი. შამფურზე წამოგებულ პროდუქტებს მოვასხათ მომზადებული სოუსი, მოვაყაროთ მარილი, დავაწყოთ გახურებულ, ქაღალდჩაფენილ თუნუქის ფურცელზე და  დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ღუმელში მოვათავსოთ. შეწვის პროცესში  თანდათან ვასხათ სოუსი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული