Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უახლესი ამბები მილანიდან - Live Wine 2015

დღეს, 23 თებერვალს ნატურალისტური ღვინის მასშტაბური გამოფენის - Live WIne 2015 - დასკვნითი ღონისძიებები გაიმართება. გამოფენა, რომელიც ძირითადად, სავაჭრო დატვირთვას იძენს, წელს პირველად ჩატარდა ქ. მილანში, Palazzo del Ghiaccio-ში. ღონისძიება სამდღიანი იყო და მასში მონაწილეობდა 100-ზე მეტი საწარმო იტალიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, საქართველოდან, სლოვენიიდან და ესპანეთიდან. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ღვინის სამი მწარმოებელი - „ჩვენი ღვინო“ (წარმომადგენელი - სოლომონ ცაიშვილი), „იბერიელი“ (წარმომადგენელი - ზურაბ თოფურიძე) და „იაგოს ღვინო“ (წარმომადგენელი - იაგო ბიტარიშვილი).  

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩხავერი („იბერიელი“), ჩინური („იაგოს ღვინო“), რქაწითელი და საფერავი („ჩვენი ღვინო“), რომლებიც დაინტერესებულმა პირებმა ღონისძიების პირველ დღეს, 21 თებერვალს, რესტორანში Via Cuccagna, სპეციალურ დეგუსტაციაზე დააგემოვნეს. დეგუსტაცია ღია იყო და მასზე დასწრება, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო. იაგო ბიტარიშვილის თქმით, ქართველი მეღვინეებისთვის მოულოდნელი იყო, რომ ამგვარი ღონისძიება სპეციალურად ქართულ ღვინოებს დაეთმობოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დეგუსტაციას საგანგებოდ ესწრებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქართულ ღვინოებს მილანის სხვადასხვა რესტორნებიდან უკვე იცნობდნენ. დეგუსტაციას მოჰყვა გაყიდვები, სადაც იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ ქართველმა მეღვინეებმა  გაჭირვებით მოახერხეს ღვინის გადანახვა საგამოფენოდ. წარმატებულ დეგუსტაციას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა - მარტიდან მილანში ქართული ღვინის სარეალიზაციო ობიექტების რიცხვს პოპულარული რესტორანი Via Cuccagna-ც შეემატება.  

Live Wine-მა პირველ წელსვე თავი გამოიჩინა ვიზიტორთა მრავალრიცხვოვნებით. დღეს, 23 თებერვალს, ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დახურული დეგუსტაცია პროფესიონალთათვის.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული