Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვისოცკი - არაყი, კონიაკი და ვისკი

ნიკიტა ვისოცკი - ვლადიმერ ვისოცკის ვაჟი და მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, ალკოჰოლური სასმელების გამოშვებას გეგმავს. სასმელები, ცხადია, “ვლადიმერ ვისოცკის” სახელით ჩამოისხმება. თუმცა ჯერ ისევ მოსაძებნია პოტენციური პარტნიორები, რომლებიც ამ იდეას ხორცს შეასხამენ. რუსეთის ფედერალური და რეგიონალური ალკოჰოლური ბაზრის კვლევის ცენტრის დირექტორის, ვადიმ დრობიზის თქმით, ვისოცკის ფონდის წარმომადგენლებმა “ვლადიმერ ვისოცკის” მარკის არყის, კონიაკისა და ვისკის გამოშვების

შესახებ მას რჩევისათვის მიმართეს. “მე მათ უარი ვუთხარი. ჩემი აზრით, ასეთი ბრენდი ბაზარზე ვერ დამკვიდრდება. ის მომხმარებლები კი, რომლებიც ვლადიმერ ვისოცკის შემოქმედების უდიდესი დამფასებლები არიან, ასეთ საქციელს მკრეხელობად ჩათვლიან,” – განაცხადა ბატონმა დრობიზმა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.