Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

237 წლის ღვინო 57 000 ევროდ გაიყიდა

1774 წელს ჩამოსხმული ერთი ბოთლი ღვინო აღმოსავლეთ საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონ იურაში ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართულ აუქციონზე 57 ათას ევროდ გაიყიდა. ღვინო ანატოლ ვერსელის (1725-1786) მიერაა ჩამოსხმული ჯერ კიდევ ლუდოვიკო XV-ს დროს. იღბლიან მყიდველებს შეუძლიათ გასინჯონ ეს ღვინო, თუკი გამბედაობა ეყოფათ – განაცხადეს ექსპერტებმა, რომლებმაც იმავე ჩამოსხმის ღვინო ჯერ კიდევ 1994 წელს დააგემოვნეს და უმაღლესი შეფასებაც მისცეს. მათი თქმით, ღვინოს შესანიშნავი ქარვისფერ-ოქროსფერი დაკრავს და მასში ნიგვზის, კარის, დარიჩინის, ვანილისა და ხმელი ხილის არომატი იგრძნობა. სპეციალისტებმა ამ ღვინოს ათქულიანი სისტემით 9,4 ქულა მიანიჭეს. ნაკლებად ცნობილი რეგიონის ღვინოში გადახდილი ასეთი ფასი ნამდვილად რეკორდულია, რის შედეგადაც  აუქციონის ორგანიზატორმა ბერნარ ბადოზმა განაცხადა, რომ ამიერიდან იურას რეგიონიც ბორდოსა და ბურგუნდიის სიმაღლეზე დადგება. ბოთლში, ე.წ. ყვითელი ღვინო (vin jaune)ასხია, რომელიც მხოლოდ  savagnin  ჯიშის ყურძნისგან დგება. ამ ჯიშს იურას რეგიონის გარდა იშვიათად თუ შეხვდებით სადმე. ეს ღვინო ექვსი წლის მანძილზე ძველდებოდა მუხის უზარმაზარ კასრებში. ღვინის ახალი მფლობელი შვეიცარიელი პიერ შევრიე გახდა, რომელმაც აუქციონზე გამართულ ვაჭრობაში პარიზელი ბიზნესმენი დაჯაბნა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული