ეძებეთ წარაფი (მათ შორის google-ით) - 15 მარტი, 2011 - 06:13
ეს არის უბრალოდ ფაქტის აღნიშვნა,რომელსაც სტატიაში შეფასება არ მიეცა.
მალხაზ ხარბედია - 15 მარტი, 2011 - 05:57
ბატონო ელიზბარ, იქნებ ცოტა უფრო გასაგებად დაწეროთ რას გულისხმობთ ამ ბუნდოვან პოსტში :)
ეძებეთ წარაფი (მათ შორის google-ით) - 15 მარტი, 2011 - 04:52
გამოდის, რომ, მნიშვნელობა არა აქვს დააძველებ ღვინოს თუ არა, ქვევრში დააძველებ თუ მუხაში,სად არის მოწეული მოსავალი – ხაშმში, შილდაში თუ ანაგაში,სად არის დაყენებული ღვინო– დიდ ქარხანაში თუ მცირე მარანში, სულ ერთია, გამოდის ერთი ღვინო – 16-17 ბალიანი საფერავი 20 ბალიანი შკალით.
ელიზბარ თალაკვაძე
tsarapisti - 14 მარტი, 2011 - 06:27
მე მაქვს კითხვა "ჩარდახთან", რას ითვალისწინებს საწარმოს სერტიფიცირება? საწარმოო გარემოს, თუ ღვიის დაყენების პროცესს? მე როგორც ვიცი, ე.წ. ბიო ღვინის დაყენების პროცესი, ბიო კანონმდებლობის მოთხოვნებით პრაქტიკულად არ განსხვავდება ინდუსტრიული მეღვინეობის პროცესისგან, ანუ ყველა ის ხერხი და მასალა რასაც იყენებენ ინდუსტრიალები დაშვებულია ბიო ღვინის წარმოების პროცესშიც. სწორედ ამიტომაა რომ ზოგადად ბიო ღვინის სამყაროს გამოეყო ნატურალური მეღვინეობის სეგმენტი, სადაც ვენახის ორგანულობასთან ერთად აუცილებელია ღვინის ნატურალობის დაცვა. თუმცა "ნატურალისტების" სამყაროც არაერთგვაროვანია, ანუ მოთხოვნები მეტნაკლები სიმკაცრისაა სხვადასხვა დაჯგუფებისთვის. ყველაზე მკაცრი მოთხოვნები აქვს triple A-ს და ნიკოლა ჟოლის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას "დაბრუნება ტერუართან". ამ ჯგუფების მეღვინეთათვის დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ფილტრაცია და მცირე დოზით გოგირდის ანჰიდრიდის გამოყენება ბოთლში ღვინის ჩამოსხმის წინ. თუმცა კარგ ტონად და მიღწევად ითვლება ამ ორი ხერხის გამოუყენებლობა.
ჩარდახი - 12 მარტი, 2011 - 21:43
სასიამოვნოა, რომ ამ თემაზე დისკუსია გაიმართა.
მეც მინდა მოგახსენოთ ჩემი მოკრძალებული მოსაზრება.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ნიშანი ,,ბიო” მხოლოდ მაშინ ენიჭება პროდუქცია როდესაც ის არის სერთიფიცირებული. ღვინის შემთხვევაში კი ხდება შემდეგნაირად, სერთიფიცირდება ვენახი და სერთიფიცირდება საწარმო ანუ გაიცემა ორი სერთიფიკატი როგორც ყურძენზე ასევე ღვინოზე. ის, რომ მარტო ბიო ყურძენი არსებობს ამაშვი ვერ დაგეთანხმებით. ბიო ყურძენის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას რომ ღვინოც აუცილებლად ბიო იქნება.
რაც შეეხება ქიმიის გამოყენებას. ეს ყოველივე გაწერილია და რეგულირდება სტანდარტით რომელიც შეიძლება სხვადასხა სერთიფიცირების ორგანოს სხვადასხვა ჰქონდეს ან მკაცრი ან შედარებით იოლი, მაგრამ ეს არ შეიძება იყოს იმაზე იოლი იმ ზოგად დებულებაზე რომელსაც ,,კოდექს ალიმენტარიუსი” ქვია ყველა სტანდარტი ეფუძნება ამას. ანუ ზოგიერთი სერთიფიცირების სამსახურის სტანდარტი შეიძლება კატეგორიულად კრძალავდეს თუნდაც გოგირდის გამოყენებას, ზოგიერთი სტანდარტით კი შეიძლება დაშვებული იყოს.
slow - 12 მარტი, 2011 - 21:20
ბიოსერთიფიკატი საწარმოზე და ვენახზე არ ნიშნავს ბიოღვინოს, ასეა თუ არა?
მაგალითად თუ გასაწებად გამოიყენება ბიოკვერცხი ამ შემთხვევაში ღვინო ბიოა და თუ კონვენციური ქათმის დადებული კვერცხი მაშინ არა?
slow - 12 მარტი, 2011 - 17:07
მართალია ამხანაგის გამოსვლა, ბიო ანუ ორგანული მეღვინეობა როგორც ასეთი არ არსებობს, არსებობს ორგანული მევენახეობა, ანუ ბიოყურძენს შემდეგ მარანში თითქმის ისევე ამუშავებენ, როგორც ინდუსტრიულ მეღვინეობაშია მიღებული, განსხვავება მხოლოდ ქიმიური საშუალებების დოზებშია.
მარანში ქიმიურ საშუალებებს არ იყენებენ ბიოდინამიკოსები და ჯერჯერობით ე.წ. ნატურალური ღვინის მწარმოებლები.
ლაშა - 12 მარტი, 2011 - 15:21
არცერთ ბიოღვინის მწარმოებელ ქვეყანაში, რამდენადაც მე ვიცი, არ ხდება ღვინის, როგორც საბოლოო პროდუქტისთვის "ბიოღვინის", ანუ ორგანული ღვინის სერთიფიკატის მინიჭება, ეს რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაციაა. ასევე არასწორია ისიც, რომ, თითქოს, არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ხმარობენ ორგანული ვენახიდან მიღებული მიღებული ნედლეულის გადამუშავებისას, რადგან გოგირდის დიოქსიდს თითქმის ყველა ბიომეღვინე იყენებს ღვინის დაყენებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულდება ღვინის დაავადებებისადმი მიდრეკილების შემცირება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი მოკრძალებული შენიშვნა, რათა სხვა დროს გაუთვითცნობიერებელი მკითხველი უნებლიე შეცდომაში არ შევიყვანოთ!
root - 11 მარტი, 2011 - 19:00
მარტო ეს ბედოვლათი კი არა საერთოდ აზრზე არ არიან რა არის ღვინო (ქართულ ღვინოს რომ თავი დავანებოთ).
რამოდენიმე სტატია წავიკითხე და ნერვებიც ავიშალე. ბაზრის გახსნაზე წერენ როგორც "ადალჯენიაზე" და მათხოვარს რომ 2 კაპიკი გადაუგდო სამადლოდ (თურმე ჩვენ მარტო ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს ვაწარმოებთ და ეს ღვინოები ევროპაში არ მოსწონთ).
მოკლედ მახოს სრულიად ვეთანხმები იმაშო რომ მაგათ "ბაზარზე" არათუ ადრეა საერთოდ არ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ღვინო და მეორეც ეს სიმწრით გაუმჯობესებული ხარისხი და ნალოლიავები "გაჭრილი კანალები" არ უნდა დავკარგოთ.
slow - 11 მარტი, 2011 - 18:40
რთული სათქმელია რა შედეგებს მოიტანს რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ერთი მხრივ მეღვინეები ამოისუნთქავენ, მეორე მხრივ ხარისხი დაიწევს ალბათ. ისე კი ბაზრის გახსნა რათქმა უნდა ჯობია დაკეტილს.
სხვათაშორის ნატურალური მეღვინეობის წარმომადგენლებსაც მიეცემათ ახალ ბაზარზე დამკვიდრების საშუალება.