Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვირთევზა ბეკონითა და ბროკოლით

საჭირო მასალა: 400 გ კარტოფილი, 300 გ ვირთევზას ფილე, 4 ფენა ბეკონი, 500 გ ბროკოლი, 6-8 ს.კ. უცხიმო რძე, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ტოტი როზმარინი, მარილი, წიწაკა, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ, საშუალო ზომაზე დავჭრათ და მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ. ღუმელი 220 გრადუსზე გავახუროთ. ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი. როზმარინი დავკეპოთ, დავუმატოთ ზეთი და მარილი. თევზი 4 ნაწილად გავჭრათ, წავუსვათ როზმარინიანი ზეთი და თითო ნაჭერი თევზი თითო ფენა ბეკონში რულეტივით გადავახვიოთ. თევზის ნაჭრები მოვათავსოთ ფორმაში და 12-15 წუთი ვაცხოთ. ამასობაში ბროკოლი ყვავილედებად დავანაწევროთ და 5 წუთის განმავლობაში მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ. გადავწუროთ და დავუმატოთ წიწაკა. კარტოფილი გადავწუროთ, დავასხათ რძე, დავუმატოთ ჯავზი, მარილი და გავაკეთოთ პიურე. თეფშზე ერთად მოვათავსოთ თევზის ნაჭერი, ბროკოლი და კარტოფილის პიურე.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული