Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოელ მეღვინეებს ვაჭრობა არ ეხერხებათ

ლეგენდარული Chateau Pape Clement, Chateau la Tour Carnet, Chateau Fombrauge და კიდევ 37 სხვადასხვა მარნის მფლობელი ფილიპ მაგრე უმცროსი ბორდოს მარნების მარკეტინგზე ალაპარაკდა. მაგრე აღნიშნავს, რომ ბორდოს ელიტური შატოების მეპატრონეებმა არ იციან, როგორ გაყიდონ ღვინო. გარდა ამისა, საოჯახო მარნები თანამმართველი და თანამფლობელი ნათესავების კინკლაობას ეწირება. მაგრე უმცროსის თქმით, დღეს ღვინის ბაზარზე კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება და ბორდოს მარნებსაც მეტი დაბრკოლება ექმნებათ. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ მეღვინეები კომერციაში დიდად ვერ ერკვევიან. “თუ ჩემი საქმე საბითუმო ვაჭრობაა, მაშინ მე ბრენდის განვითარებაზე კი არა, პროდუქციის გაყიდვაზე უნდა ვიზრუნო. ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ის, რომ შატოების მფლობელებმა საკუთარი ნაწარმის წარდგენა არ იციან, ” – განაცხადა მან. ის განმარტავს, რომ ღვინის მოყვარულთა ახალი თაობა უკვე კარგად იცნობს არა მხოლოდ ბორდოს ღვინოებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მარნებსაც. ამიტომ საყოველთაოდ ცნობილი რეგიონის მეღვინეებმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მარკეტინგულ გათვლებს უნდა დაუთმონ. ვაჭრობისადმი მფლობელთა უყურადღებობას შეიძლება ბევრი მომცრო შატო შეეწიროს. თუმცა სხვა მიზეზიც არსებობს – ბორდოს ელიტური მარნების წარმატებით მუშაობას ნათესავების დაუსრულებელი კინკლაობაც უშლის ხელს. “შემიძლია დაგისახელოთ ხუთი-ექვსი შატო, რომლებსაც შეეძლოთ ჩვენსავით წარმატებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან. კომპანიაში რაც უფრო ნაკლები ნათესავი იმუშავებს, საქმისთვის მით უკეთესი იქნება,”- განაცხადა მაგრე უმცროსმა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თავად მამასა და დასთან ერთად ფრიად წარმატებით უძღვება საქმეს. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.