Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ენდრიუ ჯეფორდი ქართული ქვევრის ღვინის შესახებ

გუშინ, ჟურნალ დეკანტერში, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ღვინის მწერლის, ენდრიუ ჯეფორდის მიმოხილვა გამოქვეყნდა - Jefford On Monday: Georgia – the tasting challenge, სადაც ის ქართული ქვევრის ღვინოების შესახებ წერს.

ჯეფორდი ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო და რამდენიმე მარანში ქართული ქვევრის ღვინოები დააგემოვნა. ის საქართველოს ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ინიციატივით ეწვია.

დეკანტერის სტატიაში მწერალი აღნიშნავს, რომ ტრადიციული ქვევრის ღვინო (მიწაში ჩამარხულ თიხის ჭურჭელში დამზადებული ღვინო) საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქვევრის ღვინო როგორც წითელი, ასევე “თეთრი” - მუქი ოქროსფერი ან ქარვისფერია.

ის წერს, რომ საქართველოში 525 ადგილობრივი ჯიშია და რომ ასევე მნიშვნელოვანია ამ ჯიშების რეგიონალური დიფერენციაცია. ამ რეგიონებში კახეთი დომინანტია პროდუქციის 80%-ით.

ჯეფორდი ახასიათებს ქართული კომპანიებისა და მცირე მარნების ღვინოებს:

Casreli, Chitistvala, Qvevri, Kakheti 2016

Dakishvili Family Selection, Amber Dry Wine, Hand Made, Qvevri, Kakheti 2015

Dugladze, Kisi, Dry Amber, Qvevri, Kakheti 2017

Khareba, Krakhuna, Imereti 2017

Mosmieri, Saperavi, Kakheti 2015

Ch Mukhrani, Réserve Royale (White), Kartli 2015

Orgo, Rkatsiteli, Qvevri, Kakheti 2016

Orgo, Saperavi, Qvevri, Kakheti 2015

Orgo, Tsolikouri, Qvevri, Racha-Lechkhumi 2016

Orgo, Tsolikouri, Qvevri, Racha-Lechkhumi 2016

Tamada Qvevri Dry Amber, Kakheti 2014

Tbilvino Qvevris, Saperavi, Kakheti 2015

Tsarapi, Rkatsiteli, Qvevri, Avtandil Bedenashvili, Kakheti 2014

Vinoterra, Kisi, Qvevri, Kakheti 2015

ავტორი ურჩევს ღვინის მოყვარულებს დააგემოვნონ უნიკალური და ხელმისაწვდომი ქართული ღვინოები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2018

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული