Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სერ ალექს ფერგიუსონი ვენახს ყიდულობს

ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელი და მვრთნელისერ ალექს ფერგიუსონი საფრანგეთში ვენახებს ყიდულობს. მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ფერგიუსონმა გადაწყვიტა მეღვინეობას მიჰყოს ხელი. როგორც ამბობენ, ფეხბურთის ვარსკვლავი მზად არის 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ღვინის მარანში. სავარაუდოდ, ახალ საქმიანობას ის ამ ზაფხულსვე შეუდგება. ფერგიუსონს ადრეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ღვინის დიდი დამფასებელია. ერთ-ერთ წლევანდელ ინტერვიუში კი მან პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ Petrus-ის 1961 წლის ღვინოს შეადარა.       

კომპანია Vineyard Intelligence-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰოლმა, რომელიც საფრანგეთში ვენახების შესყიდვების საუკეთესო კონსულტანტია, განაცხადა, რომ ვიდრე ადამიანი ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს და მეღვინეობას შეუდგება, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს. ექსპერტის თქმით, ასეთ სიტუაციაში მყიდველები რთული არჩევანის წინაშე დგანან: უნდა აირჩიონ ან მომცრო ნაკვეთი, მაგრამ სახელგანთქმული აპელასიონიდან ან უფრო მოზრდილი ვენახი, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ადგილას გაშენებული. ჰოლი იმასაც აღნიშნავს, რომ აპელასიონს მეღვინეობაში ძალიან დიდი მნიშნვნელობა აქვს და ცხადია, ფასსაც ის განსაზღვრავს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული