Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვირთევზა ნორვეგიულად

საჭირო მასალა: 1 კგ ვირთევზა, 500 გ კარტოფილი, 3 ცალი მოზრდილი სტაფილო, 3 კვერცხი, 1 კონა ოხრახუში, მარილი გემოვნებით.

მომზადება: გასუფთავებული ვირთევზა დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავაწყოთ ცივ მარილწყალში. 30 წუთის შემდეგ დავდგათ ქვაბი ცეცხლზე და თევზი მოვხარშოთ. მოხარშული თევზის ნაჭრები ამოვიღოთ ლანგარზე გასაციებლად. თევზის ბულიონში მოვხარშოთ სტაფილო და კარტოფილი. ცალკე 15 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ კვერცხი. სუფრასთან მივიტანოთ მოხარშული თევზი დაჭრილ ბოსტნეულთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად. ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი ოხრახუში. მარხვის დღეებში კერძი მზადდება კვერცხის გარეშე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული