Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინელებმა ბორდოში კიდევ ერთი მამული შეიძინეს

,,მარანის” ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, რომ ბოლო წლებია, ჩინელი ბიზნესმენები აქტიურად დაინტერესდნენ ბორდოს ვენახებით და ერთმანეთის მიყოლებით ყიდულობენ მამულებს საფრანგეთის მეღვინეობით სახელგანთქმულ  ამ მხარეში. ცნობილი გახდა, რომ მამულების: Chateaux de Viaud, Latour Laguens, Laffitte Chenu  და Richelieu-ს შემდეგ ჩინელებმა ბორდოს კიდევ ერთი მამული, 22 ჰექტარზე გაშენებული Chateau Laulan Ducos შეიძინეს. მისი ახალი მფლობელი გახდა ჩინური საიუველირო წარმოების გიგანტი კომპანია TESiRO, რომლის წლიური ბრუნვაც 15 მილიონ ევროს (20 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება. კომპანიაში 3 000 ადამიანი, მათ შორის 400 იუველირია დასაქმებული.

  TESiRO–ს მფლობელი, 41 წლის შენ დონჟუნი, როგორც აღმოჩნდა, ღვინის დიდი დამფასებელია. მას განზრახული აქვს AOC Médoc–ში წარმოებული ღვინო (დაახლოებით 150 ათასი ბოთლი წელიწადში) მთლიანად ჩინეთში გაიტანოს. მამულის ძველმა მფლობელმა, ფრედერიკ დიუკომ, რომელიც ახლა უკვე ექსპლუატაციის დირექტორის რანგში გვევლინება, განაცხადა, რომ კონცერნს განზრახული აქვს წარმოების კიდევ უფრო განვითარება, ღვინის სპეციალური ბუტიკების გახსნა და, რაც მთავარია, პროდუქციის უმაღლესი ხარისხის შენარჩუნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული